როგორ გავხდეთ დიეტის გარეშე - rogor.ge

როგორ გავხდეთ დიეტის გარეშე

 

დასაწყისისათვის გამორიცხეთ თქვენი კვების რაციონიდან ცომეული, ტკბილეული, შემწვარ-მოხრუკული. დალიეთ ბევრი წყალი, არანაკლებ 2 ლიტრისა დღეში. წყალი დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლაში გაუმჯობესებაში, რითაც ხელს უწყობს ორგანიზმს ცხიმის დაშლაში.

 

არ დაგავიწყდეთ საუზმობა. საუქმობისას მიიღეთ ცხოველური ან მცენარეული ცილის შემცველი საკვები. ცხოველურ ცილებს მიეკუთვნებიან: კვერცხები, უცხიმო ხორცი (ქათამი, უცხიმო საქონელი, კურდღელი), თევზი, ყველი (ცხიმიანობა მაქსიმუმ 40%) იოგურტი (ცხიმიანობა მაქსიმუმ 1.5%). მცენარეულ ცილებს მიეკუთვნებიან: ოსპი, ლობიო, ბარდა. თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ ამ ორი სახეობის ცილის შერევა ერთმანეთში არ შეიძლება. შეეცადეთ მიიღოთ მცენარეული და ცხოველური ცილა მორიგეობით.

 

საუზმესა და სადილს შორის მიირთვით ხილი. შეგიძლიათ შეჭამოთ ნებისმიერი სახის ხილი, გარდა ბანანისა და ყურძნისა. ასე თქვენ შეძლებთ იყოთ ნაკლებად მშიერი საკვების შემდეგი მიღების წინ.

 

სადილი უნდა იყოს საკმარისად მსუყე (დამაკმაყოფილებელი). შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სუპი, ბოსტნეული, ხორცი, თევზი, ბოსტნეულის სალათი. ბოსტნეულთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ თევზი, ხორცი, ფრინველი, კარტოფილი, მაკარონი. თუმცა, არ შეიძლება მათი შეხამებულად ჭამა. სადილის შემდეგ კვლავ მიირთვით ხილი (ნებისმიერი), ისევე, როგორც საუქმის შემდეგ.

 

ვახშამი უნდა იყოს ძალიან მსუბუქი, მის შემდეგ დაძინებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 4 საათისა. მიირთვის ცოტაოდენი სუპი ან მოხარშული თევზი (მაქსიმუმ 100გრ). ასეთი ვახშამით თქვენ არ დარჩებით მშიერი და ამავდროულად თავიდან აიცილებთ ზედმეტ კალორიებს.

 

თუ თქვენ არ დაარღვევთ ასეთ რაციონს, მაშინ ერთი თვის განმავლობაში თავისუფად დაიკლებთ 5 კილოგრამს. ფიქრობთ დიდი დროა? მაგრამ უბრალოდ დაფიქრდით: არ შიმშილობთ, არ აყენებთ ზიანს ჯანმრთელობას და ამავდროულად იკლებთ წონაში. როგორ ცნობილია, ნელი დახდომა ყველაზე ეფექტური მეთოდია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში.