როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ყელსაბამი - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ყელსაბამი

 

ყველსაბამი ძველი ჩანთისგან პირველ რიგში, გააკეთეთ ყვავილების შაბლონი. ამოჭერით ქაღალდიდან პატარა, საშუალო და დიდი ზომის ყვავილები. შემდეგ გამოჭერით სასურველი ნაჭრიდან 5 დიდი, 7 პატარა და საშუალო ზომის ყვავილი. შეაერთეთ ყვავილები მეტალის სამაგრით. მიაქციეთ ყურადღება, რომ 5 ყვავილი შედგება 3 ნაწილისგან, ხოლო 2 ყვავილი მხოლოდ ორისგან: საშუალო და პატარისგან. განლაგების მიხედვით 2 ნაწილიანი ყვავილები უნდა მოთავსდეს ბოლოებში. ბოლოს, შეაერთეთ ყველა ყვავილი ერთმანეთთან პატარა ბეჭდებით და მიამაგდეთ ცეპი.

 

ფერადი ყელსაბამი აიღეთ გამზადებული ცეპის ყელსაბამი ან გააკეთეთ იგი თვითონ და მიამაგერთ შესაკრავი. ზოგიერთ ადგილს შემოახვიეთ სკოჩი და შეღებეთ იგი აკვარელის საღებავით ან ფრჩხილების ნათელი ლაქით. დაელოდეთ სანამ საღებავი კარგად გაშრება და შემდეგ მოხსენით სკოჩი

 

ყელსაბამი ყვავილებისგან თუ თქვენ გაქვთ გამოუყენებელი ყვავილები აპლიკაციისათვის ან [მჭIდრო მაქმანი, რომლისგანაც შეიძლება ყვავილების ამოჭრა, მაშინ შეგიძლიან გააკეთოთ ასეთი მარტივი ყელსაბამი. ყვავილების შუა ნაწილები მორთეთ ბრჭყვიალა ქვებით. შეაერთეთ ყვავილები დამაკავშირებელი ბეჭდებით. მოამაგრეთ ცეპი და ყელსაბამი მზადაა.