როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ჭურჭელს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ სამზარეულოს ჭურჭელს

 

თუჯის ჭურჭელი გაცილებთ დიდხანს გაგიძლებთ, თუ გარეცხვის შემდეგ მას არ გაამშრალებთ სამზარეულოს ნაჭრით. უმჯობესია დადგათ იგი დაბალ ცეცხლზე, რათა წყალი აორთქლდეს და ქაღალდის ხელსახოცების დახმარებით წაუსვათ მცენარეული ზეთი.

 

არ გამოიყენოთ კოროზიით დაზიანებული ჭურჭელი მჟავე საკვების მოსამზადებლად. ასეთი პროდუქტების მომზადება უმჯობესია უჟანგავი მეტალისა და მიხრუკვის საწინააღმდეგო ფენის მქონე ჭურჭელში.

 

იმისათვის, რომ სპილენძის ჭურჭელს დაუბრუნოთ ბზინვარება, გაწმინდეთ იგი მარილისა და ძმრის ნაზავით (პროპორცის 2:1). შემდეგ გარეცხეთ იგი სუფთა წყლით და გაამშრალეთ ბამბის ხელსახოცით.

 

თუ უჟანგავი ფოლადის მქონე ჭურჭელზე დარჩა მოთეთრო კვალი წყლისგან, გაწმინდეთ იგი მშრალი საკვები სოდით, მსუბუქი ნაჭრის დახმარებით, ტექსტურული ფოლადის მიმართულებით. გამოავლეთ და გაწმინდეთ ნაჭრით.

 

ემალირებული ჭურჭელი ექსპლუატაციის წინ მაღალ ტემპერატურაზე გაახურეთ. ამისათვის, გაავსეთ იგი პირთამდე, დაუმატეთ სუფრის მარილი (1 ლიტრზე საჭუროა 2 ს/კ) და მიიყვანეთ დუღილამდე. გააგრილეთ და გადაღვარეთ სითხე.