როგორ მოვუაროთ SSD მეხსიერებას - rogor.ge

როგორ მოვუაროთ SSD მეხსიერებას

 

არ გამოიყენოთ დეფრაგმენტაცია ამ დისკზე. დეფრაგმენტაცია არანაირად არ დაეხმარება SSD დისკს გახდეს უფრო სწრაფი, ვინაიდან ამ ტიპის მოწყობილობას არ გააჩნია მოძრავი მაგნიტური სათავეები. ამ დისკზე ინფორმაცია ისედაც სხვადასხვა ადგილზე არის მიმოქცეული და ეს არ უქმნის მას პრობლემას იმუშავოს სწრაფად. უფრო მეტიც, დეფრაგმენტაცია არის მავნე SSD - ისთვის, ვინაიდან ისედაც შეზღუდული ხელახლა გადაწერის რესურსი იკარგება ტყუილად.

 

არ გამოიყენოთ ეს დისკი ისეთი ტიპის ინფორმაციების შესანახად, რომელიც გამუდმებით იცვლება და ახლდება. შეზღუდული რაოდენობის გადაწერის რესურსის გამო გამოუსედეგარი ხდება მალე. ისეთი ტიპის ინფორმაცია და ფაილები რომლებიც გამუდმებით განახლებას საჭიროებენ შეინახეთ HDD- ზე ან მაგნიტურ დისკებზე.

 

არ შეავსოთ SSD-ს მახსოვრობა 75% - ზე მეტად. სხვადასხვა სპეციალისტების მრავალჯერადმა ტესტირებებმა, გამოავლინა, რომ დისკის შევსების შემთხვევაში მისი მუშაობის სისწრაფე მნიშვნელოვნად კლებულობს. ამის მიზეზი კი შემდეგში გამომდინარეობას, როცა SSD ში ბევრი თავისუფალი ადგილი, ესეიგი ბევრი თავისუფალი ბლოკია მასში, ხოლო თავისუფალ ბლოკში ჩაწერის სისფრაფე მნიშვნეოვნად აღემატება შევსებულში ჩაწერისას. მეტი თავისუფალი ადგილი SSD -ზე ნიშნავს მეტ თავისუფალ ბლოკს, ხოლო მეტი თავისუფალი ბლოკი ნიშნავს ჩაწერის მეტ სისწრაფეს. შევსებისას პროპორციულად კლებულობს სისწრაფე.

 

არ შეინახოთ SSD - ზე ხშირად მოთხოვნადი ფაილები, როგორებიც არის ფილმები და მუსიკა. თქვენ ვერანაირ უპირატესობას ვერ მიიღებთ ამით, პირიქით, ძვირფას მეხსიერების ადგილს დააკავებინებთ დიდი მოცულობის ფაილებს. თუ გაქვთ შესაძლებლობა, შეინახეთ ფილმები სხვა დისკებზე, ხოლო თუ არა ყურების შემდეგ გაათავისუფლეთ მახსოვრობა.

 

SSD ეფექტურად მუშაობს მხოლოდ ახალ ოპერაციულ სისტემებზე, რომლებიც გამოშვებულია ბოლო 3 წლის მანძილძე, ესენია Windows 7 და 8.1, ასევე Linux -ს ახალი კრებულები. ძველი სისტემებიდან თქვენ ვერ მიიღებთ ვერანაირ კარგ შედეგს და სხვაობას. სხვადასხვა დიზაინის და მოცულობის ფლეშ მეხსიერების ბარათები ინერნეტ მაღაზიაში Be,ge