როგორ შევინახოთ ყვავილები დიდი ხნით - rogor.ge

როგორ შევინახოთ ყვავილები დიდი ხნით

 

ყვავილებისათვის განკუთვნილი ლარნაკი აუცილებლად უნდა იყოს სუფთა. მიუხედავადამ რჩევის სიმარტივისა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ მას. ბაქტერიები, რომლებიც წყლის საშუალებით ხვდებიან ყვავილებში, მნიშვნელოვნად ამცირებენ ყვავილის სასიცოხლო დროს და თანდათანობით კლავენ მას. ამიტომაც, მანამდე, სანამ ჩადებთ თაიგულს ლარნაკში, საგულდაგულოდ გარეცხეთ ჭურჭელი სარეცხი საშუალებით.

 

ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ყვავილებს ძალიან ეშინიათ ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის. ამიტომაც, გამოიჩინეთ სიფრთხილე მისთვის ადგილის შეცვლის დროს. სთხოვეთ გამყიდველს, რომ ყვავილს შემოახვიოს ქაღალდი ან ლენტი. ბევრი ყვავილისათვის, 2-4 ცელსიუს ტემპერატურაზე ყოფნამ შეიძლება მისი სასიცოცხლო დრო შეამციროს 10-15 წუთამდე. ყვავილები, ასევე კატეგორიულად ვერ იტანენ სიცხესა და უჰაერობას, განსაკუთრებით მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას. ასეთ პირობებში თაიგული ვერ გაძლებს ერთ დღესაც კი.

 

მას შემდეგ, რაც თქვენ ან სხვა სახლში, სიცივიდან შემოიტანთ ყვავილებს, არ იჩქაროთ მისი ლარნაკში ჩადება, მოიცადეთ 10 წუთი, სანამ ისინი შეეგუებიან ოთახის ტემპერატურას. მოაშორეთ ღეროს ქვედა ნაწილში არსებული ყველა ფოთოლო და გადაჭრის ადგილიდან 2-3 სანტიმეტრის დაშორებით ხელახლა წააჭერით ყვავილებს ღერო. ამისათვის, შეუშვირეთ ღეროები თბილი წყლის ნაკადს და დანის დახმარებით გაუკეთეთ გრძელი და დახრილი (45 გრადუსი) ჭრილი. წყლის წყალობით, ჰაერი ვერ მოასწრებს ყვავილის "ძარღვებში" მოხვედრას. მცენარე უკეთ შეითვისებს წყალს, ვინაიდან ნაყიდი ყვავილები, როგორც წესი, მოკლებულები არიან საკმარისი რაოდენობის წყალს.

 

თუ თქვენ გსურთ შეინახოთ ყვავილები ხისმაგვარი ღეროები (ჟასმინი, იასამანი, ქრიზანტემა), ჩაწერით წყალში არსებული ღერო დანით ან სკალპელით, რამდენიმე სანტიმეტრზე და ამოავსეთ ისინი ასანთის რამდენიმე ნატეხით. ასეთი მცენარეების წყალში ჩაამატეთ სუფრის მარილი, პროპორციით - 1 ჩ/კ ერთ ლირტ წყალზე (სხვა ყვავილებში საჭIროა შაქრის დამატება). მოცემული ტიპის ყვავილების დიდხანს შენახვის კიდევ ერთი მეთოდი - ჩადეთ ღეროები 30-40 წამის განმავლობაში, 50 გრადუსი ტემპერატურის მქონე წყალში.

 

ყოველდღიურად შეუცვალეთ ყვავილებიან ლარნაკს წყალი, აუცილებლობის შემთხვევაში კი უბრალოდ დუამატეთ წყალი უკვე არსებულს. ვინაიდან, გაფუჭებული წყალი გამოიწვევს ყვავილის სწრაფ ჭკნობას. მოაშორეთ გამხმარი ფოთლები და ყვავილები. თაიგულს მოუძებნეთ მზის სხივების პირდაპირი და გამათბობლის ზემოქმედებისგან მოშორებული ადგილი. პერიოდულად მიაშხურეთ ყვავილებს წყალი, რაც მიანიჭებს მათ სიახლეს და დაგეხმარებათ მათი დიდი ხნით შენახვაში.

 

თუ თქვენ გაჩუქეს რამდენიმე სახეობის ყვავილისგან შემდგარი კომპოზიცია, შეეცადეთ არ შეურიოთ ისინი ერთ ლარნაკში. თუმცა ყვავილების ზოგ სახეობას შეუძლიათ ერთად დიდხანს არსებობა, მაგალითად მიხაკი და ვარდი. ყვავილები სწრაფად დაჭკნება, თუ მათ ჩადებთ ერთ ლარნაკში ნარცისებთან, შროშანებთან და რეზედებთან ერთად. ამიტომაც, რეკომენდირებულია მათი ცალცალკე მოთავსება. ტუიას, ნემსიწვერას და ჩიტისთვალას ტოტები პირიქით, დაგეხმარებათ ყვავილების დიდი ხნისთ შენახვაში.