
თუ გიყვართ გამაგრილებელი და ამასთანავე ალკოჰოლური სასმელები, მაშინ მოჰიტო შესანიშნავი არჩევანია. მისი დამზადება შეგიძლიათ სახლის პირობებში ძალიან მარტივად.
საჭირო მასალები/ხელსაწყოები:
- 4 ს/კ დაქუცმაცებული ყინული.
- 3 ჩ/კ შაქარი
- 1 ლიმონი
- 4 ღერი ახალი პიტნა
- 60 მლ რომი Havana Club შესაძლებელია Ron Varadero ან სხვა..
- 200 მლ ტონიკი შეგიძლიათ ასევე ნაბეღლავით ჩაანცვლოთ
საფეხურები
- 1 აიღეთ მაღალი ჭიქა და მასში მოათავსეთ პიტნის ღეროები შაქართან ერთად. კარგად ჩაჭყლიტეთ პიტნის ფოთოლი.
- 2 აიღეთ ლიმონი და ჩაწურეთ შიგნით მისი წვენი, ხოლო ქერქი ჩადეთ ჭიქაში და დაუმატეთ დაქუცმაცებული ყინული.
- 3 შემდეგი ეტაპია რომის დამატება. ჩასხმის შემდეგ ურიეთ სანამ კარგად არ დაიორთქლება ჭიქა.
- 4 მას შემდეგ რაც შეასრულბეთ ყველა წინა საფეხურს, დაამატეთ ტონიკი ან გაზიანი სასმელი, გაალამაზეთ სასმელი პიტნით და ლიმნით, მიირთვით და გაუმასპინძლდით მეგობრებს.