განათლება

წერა

როგორ დავწეროთ ტექსტი რეკლამისათვის

როგორ დავწეროთ ტექსტი რეკლამისათვის

ავტორი: საბა მდივნიშვილი

რეკლამის მიზანია რეკლამირებული საქონლის გაყიდვების გარზდა. ტექსტის შედგენისას, აუცილებელია ამ მიზნის გათვალისწინება. არ დაწეროთ გრძელი, რთული ფრაზები, რეკლამა უნდა იყოს მარტივი და გასაგები. სარეკლამო ტექსტის დაწერისას საჭიროა ბევრი პარამეტრის გათვალისწინება: სამიზნე აუდიტორია, ბაზარზე არსებულიმდგომარეობა, ღირებულება და სხვა.

 

საფეხურები

  1. 1 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სათაურის შედგენას. იგი უნდა იყოს ნათელი, დამაინტერესებელი, აიძულებდეს კითხვის გაგრძელებას. მოერიდეთ ტრივიალურ სათაურებს, ამაზეა დამოკიდებული მთელი რეკლამის ბედი.
  2. 2 გამოიყენეთ მოკლე ფრაზები და წინადადებები, ნუ დატვირთავთ მკითხველს. მაგალითები უნდა შედგებოდეს რამდენიმე წინადადებისგან, პუნქტები და ქვეპუნქტები - მოკლე და ლაკონური.
  3. 3 იყავით ზუსტი და კონკრეტული, არ გამოიყენოთ საერთო ფრაზები - ეს ხერხი თქვენ ტექსტს ბევრად რეალისტურს გახდის, ხოლო მომხმარებელს შეექმნება წარმოდგენა, რომ თქვენ ყველაფერი ზუსტად შეამოწმეთ და გათვალეთ.
  4. 4 შეეცადეთ დაწეროთ უნიკალური ტექსტი. ასეთი სტილის ფრაზები: "ხარისხიანი და სანდო" მყიდველს უამრავჯერ აქვს მოსმენილი, ამიტომაც მათ დაკარგეს ყოველგვარი მომხიბვლელობა. შეეცადეთ თქვენი კონკურენტებისგან განსხვავებული ფრაზების ფორმულირება მოახდინოთ.
  5. 5 შექმენით თქვენი პროდუქციით მოსარგებლე მომხმარებლის სახე, იგი უნდა იყოს პოზიტიური. მისი ეფექტი გამოიხატება იმაში, რომ კლიენტმა ქვეცნობიერად იფიქროს: "თუ მე ამ საქონელს შევიძენ, ყველაფერი კარგად მექნება".
  6. 6 ჩამოთვალეთ თქვენი პროდუქციის ყველა სასარგებლო თვისება. დაუმატეთ კონკრეტიკა, მაგალითები, კვლევის შედეგები (თუ ისინი იქნა ჩატარებული). მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რა სარგებელს მიიღებს თქვენი პროდუქციიდან.
  7. 7 პროდუქციის აღწერის დროს გამოიყენეთ ლამაზი ეპითეტები, რომლებიც მომხმარებელში დადებით ემოციებს გამოიწვევს. ადამიანები ყიდულობენ თითქმის ყველაფერს, საკუთარ შთაბეჭდილებებზე და არა ლოგიკაზე დაყრდნობით.
  8. 8 რეკლამის ტექსტებში გამოიყენეთ რეკომენდაციები. თხოვეთ თქვენს მომხმარებელს შეგიფასონ პროდუქცია, ხოლო მიღებული მასალა შემდეგ გამოიყენეთ რეკლამისათვის.
  9. 9 არწერეთ პროდუქციის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი ენით. მომხმარებელმა უნდა იცოდეს - სად შეიძინოს ან შეუკვეთოს რეკლამირებული პროდუქცია.
  10. 10 სარეკლამო ტექსტში მიუთითეთ ინფორმაცია მიმდინარე აქციებსა და ფასდაკლებების შესახებ - აღწერილობა და ვადები. ეს დააინტერესებს მომხმარებელს და ის შეეცდება შეიძინოს პროდუქცია მეტად მომგებიან ფასში.