როგორ ვითამაშოთ საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერი managerzone.com - rogor.ge

როგორ ვითამაშოთ საუკეთესო საფეხბურთო მენეჯერი managerzone.com

 

ManagerZone არის თამაში სადაც თქვენ გეძლევათ შანსი გყავდეთ საკუთარი კლუბი და მონაწილეობა მიიღოთ ტურნირებში სხვა მენეჯერებთან ერთად. ManagerZone სათამაშოდ ძალიან მარტივია და არ არის საჭირო დიდი აქტიურობა იმისათვის, რომ მიაღწიოთ წარმატებას. აქ თქვენ ნახავთ უამრავ ადამიანს, რომელთაც იგივე ინტერესები აქვთ რაც თქვენ, ეს ამ თამაშს უფრო მიმზიდველს ხდის. მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან იკრიბებიან ერთ ადგილას იმისათვის, რომ იმსჯელონ ტაქტიკაზე, ფეხბურთელებზე და ვარჯიშზე. გაიცანით ახალი ადამინანები და თან გაერთეთ თამაშით, სადაც იქნებით მენეჯერი თქვენი საკუთარი კლუბისა. ეს არის სახელმძღვანელო ახალი მომხმარებლებისათვის, აქ თქვენ გაიგებთ თუ როგორ უნდა დაიწყოთ თამაში და იხილავთ მინიშნებებსა და დახმარებას.

 

პირველ რიგში, საჭიროა დარეგისტრირდეთ საიტზე managerzone.com

 

საქართველოს ჩეპიონატი: თუ თქვენ შექმნით გუნდს თქვენი გუნდი მოხვდება რიგით მესამე დივიზიონში და თუ თქვენი გუნდი კარგად იასპარეზებს გადავა შემდეგ ლიგაში ანუ მე-2 დივიზიონში და საბოლოოდ უმაღლეს ლიგაში სადაც ყველაზე ძლიერი ქართული გუნდები ხვდებიან. შეგახსენებთ რომ კვირაში მხოლოდ ორი ლიგის მატჩია ოთხშაბათს და კვირას.

 

ასევე შეგიძლიათ ითამაშოთ ამხანაგური თამაშები, სხვადასხვა მომხარებლებთან. (თქვენს მეგობრებთან და ა.შ.)

 

ვარჯიში: რაც შეეხება ფეხბურთელის ვარჯიშს, ყველა ფეხბურთელი ვარჯიშობს ყოველ დღე გარდა ლიგის მატჩების დღისა (ოთხშაბათი და კვირა)

 

ასევე თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ და იყიდოთ ნებისმიერი ფეხბურთელი (3-ზე მეტი უცხოელი ფეხბურთელის ყოლა არ შეგიძლიათ)

 

რჩევა ახალბედებს: ქულები არის ის რაც თქვენ უნდა მოიპოვოთ იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული. ეს დაგეხმარება ახალ მომხმარებელებს წარმატების მიღწევაში. ტუტორიალი: პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის ის რომ ყურადღებით მიყვეთ ტუტორიალს. ყურადღება მიაქციეთ ამას რადგან ამით იწყება ყველაფერი! ამის საშუალებით თქვენ გაიგებთ საფუძველბს ამ თამაშისა. რჩევები: ახალმა მომხარებელმა არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ერთდროულად წაიკითხეთ ეს თავი იმისათვის, რომ არ დაუშვათ შეცდომები! რჩევები არის გასაღები წარმატებისაკენ: -პირველი და აუცილებელი, არ დახარჯოთ ფული სანამ არ შეისწავლით თამაშს. ძალიან ბევრი გუნდი ხარჯავს ფულს სტდიონის გასაზრდელად ან ძვირიანი ფეხბურთელის საყიდლად. -მეორე, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ManagerZone არის გრძელი და გუნდური თამაში. წინასწარ საქმიანობის დაგეგმვა დიდ წარმატებას მოგიტანთ. - გაიცანით თქვენი ფეხბურთელები. თქვენ გყავთ ფეხბურთელთა გუნდი და გჭირდებათ აირჩიოთ საუკეთესონი მათ შორის. საკმარისად მარტივია პირველი მატჩისათვის გუნდის არჩევა. ნახეთ, თუ რომელი ფეხბურთელი რომელ პოზიციაზეა კარგი. რჩევა ახალბედებს: ქულები არის ის რაც თქვენ უნდა მოიპოვოთ იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული. ეს დაეხმარება ახალ მომხმარებელებს წარმატების მიღწევაში ManagerZone-ში. რჩევები „პირველი კვირის“–თვის შეცდომაა, როდესაც ახალი მენეჯერი იწყებს ყველაფრის ერთდროულად კეთებას. წაიკითხეთ ეს თავი იმისათვის, რომ არ დაუშვათ შეცდომა! შემდეგი რჩევები არის გასაღები წარმატებისაკენ: -პირველი და აუცილებელი, არ დახარჯოთ ფული სანამ არ შეისწავლით თამაშს. ძალიან ბევრი გუნდი ხარჯავს ფულს სტდიონის გასაზრდელად ან ძვირიანი ფეხბურთელის საყუიდლად. -მეორე, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ManagerZone არის გრძელი და გუნდური თამაში. წინასწარ საქმიანობის დაგეგმვა დიდ წარმატებას მოგიტანთ. - გაიცანით თქვენი ფეხბურთელები. თქვენ გყავთ ფეხბურთელთა გუნდი და გჭირდებათ აირჩიოთ საუკეთესონი მათ შორის. საკმარისად მარტივია პირველი მატჩისათვის გუნდის არჩევა. ნახეთ, თუ რომელი ფეხბურთელი რომელ პოზიციაზეა კარგი. ტაქტიკა ტაქტიკის გვერდზე თქვენ უნდა აირჩოთ ტაქტიკა რომლითაც ითამაშებს თქვენი გუნდი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გავრცელებული ტაქტიკები მაგ: 4-4-2, 4-3-3, 4-5-1 და ა.შ. როდესაც განლაგებას დააყენებთ, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ თქვენს გუნდს ბრძანებები. ქვემოთ მოცემული ეს ბრძანებები. -მოკლე პასები: მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ამ ბრძანების გაცემისას თქვენი უნდა განალაგოთ ფეხბურთელები ერთმანეთთან ახლოს. - გრძელი პასები: მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ფეხბურთელები უნდა იყვნენ ერთამენთისაგან რაც შეიძლება შორს. ეს ბრძანება წარმატებულია 4-5-1 განლაგებისათვის. - ფლანგები: თუ თქვენ გყავთ სწრაფი ფეხბურთელები მაშნ ეს ბრძანება უნდა გამოიყენოთ. არ არის რეკომენდირებული ახალი მომხმარებლებისათვის ამ ბრძანების გაცემა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემართება, რომლითაც გუნდათ, რომ ითამაშოს თქვენმა გუნდმა: - აგრესიული: თქვენი გუნდი შექმნის ბევრ მომენტს მაგრამ ფეხბურთელები დაიღლებიან მალე. ეს რეკომენდირებულია მაშინ როდესაც თქვენ გინდათ ვა ბანკზე წასვლა. თქვენს ფეხბურთელებს უნდა ქონდეთ კარგი გამძლეობა. -პასიური: ეს კარგია თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ფეხბურთელების დასვენება. ისინი შექმნიან შედარებით ნაკლებ მომენტებს და კონცენტრირებულნი იქნებიან ფრთხილ თამაშზე. თქვენი ფეხბურთელები საერთოდ არ დაიღლებიან. -ნომრალური:: ეს არის მიქსი წინა ორი ბრძანებისა. არენა საკმაოდ მარტივია - არ შეეხოთ მას! გაზარდეთ თქვენი არენა მხოლოდ მაშინ როდესაც ეს აუცილებელი გახდა და ეს აუცილებელი გახდება, როდესაც თქვენი გუნდი გადავა მაღალ დივიზიონში. თავიდანვე არენის ზომის გადიდება ფულის უაზრო ყრაა. მეკარეს სჭირდება : Stamina, Speed, Keeping, Ball Controll. მცველს სჭირდება: Stamina, Speed, Takling, Ball Controll. ნახევარმცველს სჭირდება: Stamina, Speed, Passing, Ball Controll. თავდამსხმელს სჭირდება: Stamina, Speed, Shooting, Ball Controll. სულ მალე იგეგმება საიტის გაქართულება. დამატებითი ინფორმაციისთვის მომგვმართეთ ფეისბუქზე : გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/groups/591696360846946/ საიტის ქართული რეკლამა იუთუბზე: http://www.youtube.com/watch?v=D1yeVI5jwRc