
ზაფხული მზის სათვალეების გარეშე წარმოუდგენელია. მათი არჩევისას გასათვალისწინებელია არა მარტო მოდური ტენდენციები, არამედ თქვენი სახის ფორმები. ამ სტატიაში ვისაუბრებ თუ რომელი სახის ფორმის მქონე ადამიანს - როგორი ფორმის სათვალე მოუხდება.
საფეხურები
- 1 მრგვალი სახე
უხდება - კვადატული მზისგან დამცავი სათვალეები, ღია ფერის ჩარჩოთი
არ უხდება - ძალიან დიდი მზისგანდამცავი სათვალეები, რომლებიც ფარავენ ყვრიმალებს, ასევე მრგვალი ჩარჩოები. - 2 მრძელი (მართკუთხა) სახე
უხდება - ჩარჩოს ვერტიკალურად დაგრძელებული დიდი მზისგანდამცავი სათვალეები პანორამული შუშებით
არ უხდება - პატარა მზისგანდამცავი სათვალეები და სათვალეები ჩარჩოს გარეშე. - 3 "ამოტრიალებული სამკუთხედი"
უხდება - სათვალეების თითქმის ყველა ტიპი, განსაკუთრებით სათვალეები ჩარჩოს გარეშე
არ უხდება - ძალიან მუქი სათვალეები ჩანს უხეშად, ბევრი დეტალით დატვირთული მზისგანდამცავი სათვალეები კიდევ უფრო ადიდებს სახის ყველაზე განიერ ნაწილს. - 4 კვადრატული სახე
უხდება - მომგრვალო ფორმის სათვალეები, "კატის თვალი", თხელი ჩარჩოთი ან მის გარეშე
არ უხდება - კვადრატული, გეომეტრიული ჩარჩოები, რომლებიც უფრო წარმოაჩენს ყვრიმალებს. - 5 ოვალური სახე
ასეთი სახის ფორმის მფლობელებს უხდებათ ყველა მზისგანდამცავი სათვალე, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ჩარჩო იდეალურად უნდა ემთხვეოდეს მის "ფორმატს": არ უნდა იყოს საზღვრებს გადაჭარბებული და სათვალის ზევით ხაზი უნდა შეესაბამებოდეს წარბების ხაზს.