როგორ გადავიღოთ ხარისხიანი ფოტოსურათები მობილური ტელეფონის საშუალებით - rogor.ge

როგორ გადავიღოთ ხარისხიანი ფოტოსურათები მობილური ტელეფონის საშუალებით

 

მიაქციეთ ყურადღება განათებას. ფოტოსურათი გამოვა ბევრად ხარისხიანი, თუ აირჩევთ ადგილს განათებით: შუქი უნდა იყოს მიმართული იმავე მხარეს საითკენაც არის მიმართული ობიექტივი. შეგიძიათ ასევე ექსპერიმენტი ჩაატაროთ შუქსა და ჩრდილებზე, ამაში არ ხართ შეზღუდულები.

 

იყავით ახლოს ციფრული zoom არის ოპტიკურზე ცუდი ხარისხის. კამერის შემთხვევაში, სადაც მეგაპიქსელების რაოდენობა არ აღემატება 12 - zoom საერთოდ გამოუსედეგარი რამ არის. არ გამოიყენოთ zoom, გადაიღეთ ფოტო ახლო მანძილიდან.

 

გახსოვდეთ კომპოზიცია გაუგებარმა უკანა ფონმა შეიძლება გაგიფუჭოთ ნებისმიერი კარგი სურათი. ხანდახან, სურათის გადაღებისას, კარგ მომენტებში შეიძლება დაგვავიწყდეს თუ რა შეიძლება გამოჩნდეს უკანა ფონზე, არადა უკანა ფონის დეტალებმა შესაძლოა მიიქციონ უფრო დიდი ყურადღება ვიდრე ძირითადმა სურათმა. ასე რომ გაითვალისწინეთ ყოველთვის ეს მომენტი, მოაცილეთ არასასურველი დეტალები და ნივთები უკანა ფონიდან სანამ გადაიღებთ კარგ ფოტოს.

 

არ აღელდეთ. დღესდღეისობითაც კი ბევრს რცხვენია საზოგადოებრივ ადგილებში მობილურით ფოტოს გადაღება, ჩქარობენ და მოუხერხებლად უჭირავთ ტელეფონები, რის შედეგადაც გამოდის ცუდი ხარისხის გაგლესილი ფოტოები. მოიშორეთ ზედმეტი აზრები და ეჭვები, დაიკავეთ ტელეფონი მყარად და კონცენტრირდით იმაზე რასაც იღებთ, რათა გამოგივიდეთ კარგი ფოტოები.

 

მეტი ვარჯიში. რაც უფრო მეტ ფოტოებს გადაიღებთ, თქვენვე იგრძნობთ, რომ თქვენი გადაღებული ფოტოების ხარისხი მოიმატებს. ყველაფერი პრაქტიკაზეა დამოკიდებული. დაუსახეთ თქვენს თავს საინტერესო ფოტო დავალებები, რათა მიიღოთ მეტი გამოცდილება ამ საკითხში. იყავით დაკვირვებულები, ყოველდღე შესაძლოა საინტერესო დეტალები შეამჩნიოთ ირგვლივ რომლის გადაღებაც და შემდეგში ნახვა სიამოვნებას მოგგვრით.

 

არანაირი დადგმა მობილურის ფოტოკამერა განკუთვნილია რათა გადაღებული იქნეს კონკრეტულ დროს კონკრეტულ ადგილას ანუ აქ და ახლა, რათა დაფიქსიროს ყოველდღიური ცხოვრების დეტალები. არ დაკარგოთ დრო დადგმული ფოტო კადრების გადასაღებად, ეს მოწყობილობა ამისთვის არ გამოგადგებათ, გააკეთეთ ფოტოები რეალური ცხოვრების დეტალებიდან.

 

გამოიყენეთ სპეციალური პროგრამები ხანდახან Photoshop-ის გამოყენება შვენიერი იდეაა და არაფერს ავნებს. გამოიყენეთ ასევე სხვადასხვა პროგრამები რათა დაამუშვოთ ფოტოები და დაამატოთ მცირე ეფექტები.