განათლება

წერა

როგორ დავწეროთ კარგი სტატია

ავტორი: საბა მდივნიშვილი

სტატიის კარგად დაწერის უნარი უბრალოდ აუცილებელია მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის, ჟურნალისტებისათვის, პედაგოგიური და სხვა სახის მუშაკთათვის. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაზე ძვირი პროდუქტი ხდება ინფორმაცია, კარგი სტატიების ავტორებს შეუძლიათ გამოიმუშავონ საკმაოდ დიდი თანხა, სახლიდან გაუსვლელად. ზოგჯერ მათი შემოსავალი გაცილებით მეტია, ვიდრე სახელმწიფო და კომერციულ დაწესებულებებში მომუშავე პირების შემოსავალზე.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • კომპიუტერი
  • ტექსტური რედაქტორი
  • ინტერნეტთან წვდომა
  • გამართულად წერის უნარი

საფეხურები

  1. 1 იმისათვის, რომ დაწეროთ კარგი სტატია, საჭიროა შეარჩიოთ მკითხველთათვის საინტერესო თემა. გაიგოთ, რამდენად შეძლებს თქვენს მიერ დაწერილი სტატია საძიებო სისტემებში პოპულარობის მოპოვებას. ზოგი ამ ინფორმაციის მისაღებად მიმართავს Yandex Wordstat-ის საკვანძო სიტყვების საძიებო სისტემას. სწორად შერჩეული თემა და კარგად დაწერილი სტატია გულისხმობს იმას, რომ თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ იმაში, რაზეც აპირებთ საუბარს. საჭიროა გაგაჩნდეთ არა მარტო პირადი გამოცდილება, არამედ საჭიროა წინასწარ გაესაუბროთ ამ საკითხის ექსპერტთა მოსაზრებებს.
  2. 2 სტატიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი სათაური. ის უნდა ასახავდეს მთელი ტექსტის შინაარს და ამავდროულად იზიდავდეს პოტენციური მკითხველის ყურადღებას. თუ სტატია იწერება საიტისათვის, მაშინ მის დასახელებაში აუცილებლად უნდა იყოს პოპულარული საკვანძო სიტყვები, რომელთა საშუალებითაც გამარტივდება სტატიის საძიებო სისტემებში პოპულარიზაციაში.
  3. 3 შეადგინეთ სტატიის გეგმა. ის საკუთარ უნდა მოიცავდეს შესავალს (რას ეხება სტატია), ძირითად ნაწილს (შინაარსი) და დასკვნა (შეჯამება).
  4. 4 შეეცადეთ იყოთ კონკრეტული და ლაკონური. კარგი სტატიის დასაწერად, საჭიროა შემოიფარგლოთ 2000-3000 სიმბოლოთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მკითხველთა დიდი რაოდენობა დაიზარებს ბოლომდე გადახედვას ან უბრალოდ უარს იტყვის მის წაკითხვაზე. მიუხედავად ამისა, თუ თემა მოითხოვს მეტ სივრცეს, უმჯობესია გადააჭარბოთ ნორმას, ვიდრე საინტერესო ნაწილის შეკუმშვის ხარჯზე შეამციროთ მასალა.
  5. 5 კარგი სტატიის ტექსტი უნდა იყოს მარტივად გასაგები, გრამატიკულად გამართული და სასიამოვნო საკითხავი. ამიტომაც, აუცილებელია წერის დასრულების შემდეგ კრიტიკულად გადახედოთ საკუთარ ნაშრომს და შეასწოროთ დაშვებული შეცდომები.
  6. 6 შეამოწმეთ თქვენი სტატია პლაგიატზე. ამის გაკეთება შეგიძლიათ არაერთი საიტისა და პატარა პროგრამის საშუალებით. მაგალითად: Plagiarism Checker-ით.