კულინარია

სასმელები

როგორ მოვადუღოთ მწვანე ყავა

ავტორი: საბა მდივნიშვილი

დღესდღეობით მწვანე ყავის საშუალებით წონის დაკლება გახდომის ერთერთი ყველაზე მოდური საშუალებაა. ქლოროგენის მჟავის და ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით მწვანე ყავა გამოიყენება, როგორც ცხიმთან საბრძოლველად, ასევე კოსმეტიკური პროცედურებისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ ყავა იყოს მაქსიმალურად სასარგებლო, საჭიროა მისი სწორად მოდუღება.

 

საფეხურები

  1. 1 სასმელის მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდია ყავის მოსადუღებელი აპარატის გამოყენება. ნებისმიერი თანამედროვე ტექნიკა შესანიშნავად უმკლავდება ად ამოცანას. საჭირო რაოდენობის მარცვლები უნდა ჩაყაროთ აპარატის შესაბამის განყოფილებაში, დააჭიროთ ჩართვის ღილაკს და ცოტახანს დაელოდოთ. მომზადების პროცესი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი - შავი ყავის მომზადებისგან.
  2. 2 მწვანე ყავის მოდუღებაშეიძლება ჩვეულებრივი ჯეზვითაც. მანამდე საჭიროა მისი კარგად დაფქვა. საშუალო ჯეზვისათვის საჭიროა 2 ჩ/კ ყავა. ჩაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. მომზადებისპროცესში საჭიროა თვალყური ადევნოთ დუღილს, ხოლო წყლის ადუღებისთანავე საჭიროა ჯეზვის ცეცხლიდან გადმოდგმა. ამის შემდეგ შეგიძლია ჩამოასხათ ფინჯანებში.
  3. 3 მწვანე ყავის სწორად მოდუღებაში არ არის არავითარი სირთულე, მაგრამ თუ მისი გემო თქვენ კატეგორიულად არ მოგწონთ, შეგიძლია მარცვლების ცოტათი მოხალვა. ეს კეთდება საკმაოდ მარტივად, ჩვეულებრივ ტაფაზე. თუ თქვენ ოდესმე მოგიხალავთ მზესუმზირა ან არაქისი, მაშინ ყავასაც უპრობლემოდ გაუმკლავდებით. ამ პროცესის შემდეგ ყავა ჩვეულებრივ იფქვება და დუღდება ჯეზვით. ასევე, უნდა გახსოვდეთ, რაც მეტად მოხალავთ ყავას, მით უფრო ნაკლებ იმ სასარგებლო სასარგებლო თვისებებს შეინარჩუნებს, რომლებიც ხელს უწყობს წონაში დაკლებას.