როგორ დავტენოთ ლეპტოპი პირველად - rogor.ge

როგორ დავტენოთ ლეპტოპი პირველად

 

დარწმუნდით იმაში, რომ თქვენს ლეპტოპში არის დაყენებული (Li-Ion)-ის ტიპის ელემენტი. ამის შემოწმება კი შეგიძლიათ ლეპტოპის საბუთებში რომელიც მას მოყვა. გამომშვებ კომპანიას აუცილებლად ექნება მითითებული საბუთებში.

 

როგორც წესი, ახალ ლეპტოპს მოყვება არადატენილი, ან მცირედით დატენილი აკუმულატორი. Li-Ion-ის სისტემას არ გააჩნია "მახსოვრობის ეფექტი". ასევე არ გააჩნით ეს თვისება ლითი - პოლიმერულ ელემენტებსაც (Li-Poly). იმისათვის, რომ არ შეწყვიტოს მუშაობა სისტემამ საჭირო პირველ ეტაპზე სწორად დაიტენოს კომპიუტერი.

 

არ ჩართოთ კომპიუტერი, შეაერთეთ დამტენი მოწყობილობა კომპიუტერში და დატოვეთ ღამით შეერთებული. ამ გზით თქვენ მიიღებთ მაქსიმალურად დატენილ ელემენტს.თუ ვერ შეიკავეთ თავი და მაინც ჩართეთ, 10-20 წუთის შემდეგ შეიძლება დაიწეროს რომ 100 % არის დატენილი ნოუთბუქი. გათიშეთ კომპიუტერი, გამოაძვრეთ აკუმულატორი, დაიცადეთ რამდენიმე წამი და დააბრუნეთ ელემენტი თავის ადგილას. შეაერთეთ ლეპტოპი დამტენ მოწყობილობაზე. დატენვისას ელემენტი შეძლება ძლიერად გახურდეს.

 

იმისათვის, რომ ახალი ლეპტოპის ელემენტმა მიაღწიოს მაქსიმალურ ტევადობას, საჭიროა მისი "გავარჯიშება". ღამის დატენვის შემდეგ, გათიშეთ კვების ბლოკიდან და იმუშავეთ კომპიუტერზე ავტონომიულ რეჟიმში, მანამდე სანამ ბოლომდე არ დაჯდება. ღამით კვლავ დატოვეთ დასატენად სადენში. გაიმეორეთ მოცემული რჩევა (3-5) ჯერ, ეს კარგად აამუშავებს მას.

 

მხედველობაში იქონიეთ, რომ ახალი ელემენტი მალე იტენება და მალევე ჯდება. დრო, რომელიც მითითებლი კომპიუტერში შესაძლოა არ ემთხვეოდეს რეალურს. ანუ ის დრო, რომელიც უწერია მწარმოებელს რაც უნდა გაძლოს ელემენტმა შესაძლოა თავიდან ვერ აღწევდეს აღნიშნულს. არ იჩქაროთ იმ მაღაზიაში წასვლა სადაც იყიდეთ და საჩივრის წარდგენა, აცადეთ 5 სრული დატენვა სანამ ელემენტი "ფორმაში ჩადგება" ამის შემდეგ კი ის იმუშავებს იმდენ დროს რამდენიც მწარმოებელს ექნება მითითებული. არ დაგავიწყდეთ, რაც უფრო კარგად გაუფრთხილდებით ელემენტს უფრო დიდხანს გემსახურებათ ის, ასევე გაეცანით: როგორ გავახანრგძლივოთ ლეპტოპის ელემენტის სიცოცხლე. თანამედროვე ნოუთბუქები საუკეთესო ფასად ინტერნეტ-მაღზია Be.ge-სგან.