ჯანმრთელობა

რჩევები

როგორ მოვიქცეთ ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენისას (ხალხური მედიცინა)

როგორ მოვიქცეთ ფუტკრის ან სხვა მწერის ნაკბენისას (ხალხური მედიცინა)

ავტორი: გიორგი მდივნიშვილი

თუ თქვენ გიკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა ან სხვა მწერმა, გამოიყენეთ ხალხური მედიცინის ცოდნა. მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შედარებით მალე მოიშოროთ ტკივილები და თავიდან აიცილოთ ნაკბენთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები.

 

საფეხურები

  1. 1 ფუკტრის ან კრაზანის კბენის შემთხვევაში აუცილებლად დანის პირის მეშვეობით ამოიგდეთ ნესტარი და გამოიდინეთ სისხლი, გააკეთ ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად, რათა შხამი არ გაიხსნას სისხლი და უცხო სხეული არ დარჩეს კანქვეშ.
  2. 2 მრავალძარღვა უნივერსალური საშუალებაა. გარეცხეთ კარგად, შემდეგ დაღეჭეთ და ნაღეჭი დაიდეთ ნაკბენ ადგილზე. აყუჩებს ტკივილს და აშორებს სიწითლეს.
  3. 3 საჭმელი სოდა გახსენით ცოტა წყალში და საფენი დაიდეთ ნაკბენ ადგილას.
  4. 4 კარგად დაიფინეთ ნაკბენ ადგილზე სველი თამბაქო. ამ გზით მას გამოაქვს ფუკრის შხამი.
  5. 5 თუ დაგკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა, კრაზანამ, უპირველესად შეეცადეთ ამოიღოთ ნესტარი, შემდეგ გაწითლებულ და შესიებულ ადგილზე დაიდეთ ცივი კომპრესი (1 ჩ/კ სოდა ნახევარ ჭიქა წყალზე.) ფხანის მოსახსნელად წაისვით ძმარი, ლიმონის წვენი ან ნიშადურის სპირტი.
  6. 6 კოღოს ნაკბენზე მარგებელია წაისვათ ლიმონის წვენი, ძმრით ან ნიშადურის სპირტით.
  7. 7 ფუტკრის ნაკბენს წაუსვით ახალი ოხრახუშის წვენი.
  8. 8 ფუტკრის ნაკბენი ჩაცხრება, თუ კბენისთანავე ვალიდოლს წაისვამთ ნაკბენ ადგილას.