როგორ გავიძლიეროთ სასქესო პოტენცია ხალხური მეთოდების გამოყენებით - rogor.ge

როგორ გავიძლიეროთ სასქესო პოტენცია ხალხური მეთოდების გამოყენებით

ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში. გააჩერეთ 3 საათი. მიიღეთ 100მლ ჭამის შემდეგ.

სექსუალურ აქტივობას აძლიერებს ჭაობის კოთხუჯი. მცენარის ფესურას ადრეულ გაზაფხულზე ან შემოდგომით თხრიან, გულდასმით აცლიან ტალახსა და მტვერს, ანიავებენ სუფთა ჰაერზე, ჭრიან 20 სმ სიგრძის განივ ნჭრებად და აშრობენ 30 გრადუს ტემპერატურაზე. 15 გრ (1 სუფრის კოვზს) გამხმარ ფესვებს აყენებენ 200 მლ მდუღარე წყალში და სვამენ 3-ჯერ დღეში 50მლ-ს ჭამამდე 30წთ-ით ადრე.

სექსუალური აქტივობის გასაძლიერებლად ხალხურ მეიცინაში იყენებენ აგრეთვე ლეკას ნაყენს, რომელიც მზადდება შემდეგნაირად : 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებულ, გამომშრალ ნორც ფოთლებსასხამენ 200 მლ მდუღარე წყალს. შემდეგ გადაწურავენ და სვამენ გაცივებულს 50 მლ თითო დალევაზე სამ-ოთხჯერ დღეში.

ხახვი ამაღლებს სექსუალურ მოთხოვნილებას, აძლიერებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას, ზრდის სპერმის გამომუშავებას ორგანიზმში. ერთ თავ ხახვს იყენებენ როგორც ბუნებრივი, ასევე ნაყენის სახით; 2-3 თავ ხახვს, წვრილად დაჭრილს, დაასხით 400მლ თბილი ანადუღარი წყალი, გაწურეთ და დალიეთ 100მლ სამჯერ დღეში. უკუჩვენება აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებულთათვის. აგრეთვე არ არის რეკომენდებული მისი ხანგრძლივი მიღება გულ-სისხლძარღვთა დავადებებისას.

სქესობრივი ფუნქციის შესუსტებისას ხალხურ მედიცინაში იყენებენ ახალგამოწურულ სტაფილოს წვენს თაფლთან ერთად - თითო სუფრის კოვზ ოთხ-ხუთჯერ დღეში.

ხალხურ მედიცინაში ძირთეთრას იყენებენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და სქესობრივი ფუნქციის გამაძლიერებელ საშუალებას. 4 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ძირთეთრას ნაყოფი და 6 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი აზილეთ, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და ხარშეთ 15 წუთი; შემდეგ დააყენეთ 8 სთ. სვით თითო სუფრი სკოვზი 4-ჯერ დღეში საჭმლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.

ნიორი ამაღლებს სექსუალურ აქტივობას, აძლიერებს სასქესო ჯირკვლების სეკრეციას. იყენებენ მას ბუნებრივი სახით, 2-3 კბილს დღეში, ან აგრეთვე ნაყენის სახით: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნივრის კბილებს აყენებენ 1 სთ, 400 მლ ცივ ანადუღარ წყალში. სვამენ 100 მლ 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე. უკუჩვენება აქვს თირკმელების დაავადების დროს.

იმპოტენციის დროს იყენებენ ბაღის სატაცურის ნაყოფის ნაყენს. 10 კენკრას ასხამენ 400 მლ მდუღარე წყალს, აყენებენ თერმოსში 6-8 სთ. სვამენ თითო სუფრის კოვზს სამ-ოთჯერ დღეში. ან კიდევ: 3 ჩაის კოვზ გამხმარ ფესვებს აყენებენ 2 სთ ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე. სვამენ 2 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.

იმპოტენციის თავის დასაღწევად ასევე სასურველია მიირთვათ ნუში შაქრით.