როგორ უნდა ვიმკურნალოთ ანგინა - rogor.ge

როგორ უნდა ვიმკურნალოთ ანგინა

 

ალბათ ყველამ იცის, რომ ანგინას სამედიცინო სახელწოდებაა მწვავე ტონზილიტი: ჩირქოვანი ხასიათის მატარებელი, ყელისა და გლანდების არეალის ანთება. გლანდები გვევლინება იმუნალურ ბარიერად სხვადასხვა ინფექციების დროს, ისინი მტელს ბაქტერიულ დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ანთება და დაჩირქება ბაქტერიებს არ არძლევს ორგანიზმში მოხვედრის საშუალებას.

 

ანგინა ჩნდება დასუსტებული იმუნიტეტის დროს პათოგენური ბაქტერიის შეღწევის შედეგად. ანგინათი დაავადება შესაძლებელია ძლიერ გაციებისას, ფეხების დასველებისას, კონდიციონერის ქვეშ დიდხანს ყოფნისას ან სიცხეში გაყინული სითხის დალევისას (ეს შემთხვევა განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, სწრაფად გაგრილების მცდელობისას).

 

ანგინის გადატანა მწოლიარე რეჯიმის გარეშე არ შეიძლება. პირველ რიგში, თქვენ შეიძლება გადასდოთ დაავადება თქვენს ახლოებლებს, მეორე კი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გართულებები. მინიმუმ 5 დღე გარშემომყოფებისგან იზოლირებული მწოლიარე რეჟიმი.

 

თუ ანგინის დროს ტემპერატურა არ აღემატება 39 გრადუსს და დაავადების გადატანა ხდება მარტივად, სასურველია არ შეეცადოთ ტემპერატურის დაწევას. მაღალი ტემპერატურა ორგანიზმის იმუნური რეაქციაა, რომლის დროსაც ხდება ბაქტერიების განადგურება. ასეთ შემთხვევაში მკურნალობისათვის არც კი დაგჭირდებათ ანტიბიოტიკები.

 

ხელის ტკივილი, დაჩირქებული გლანდები და დაბალი ტემპერატურა გვამცნობს, რომ ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება დაავადებას, რაც იწვევს ინფექციის სხვა ორგანოებზე გადასვლას. ასეთ სიტუაციაში ანტიბიოტიკების მიღება არის მკურნალობის აუცილებელი პირობა. წამლები უნდა გამოწეროს მხოლოდ მკურნალმა ექიმმა! თვითმკურნალობა სრულიად გამორიცხულია. არ შეიძლება ანტიბიოტიკებზე უარის თქმა დაავადებული გულის, დიაბეტის, პიელონეფრიტის დროს.

 

ანგინის მკურნალობისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გლანდებზე არსებული ჩირქის მოშორებას. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ გამოვლებები, რომელთათვისაც გამოიყენება შემდეგი ინგრედიენტები: - სასმელი სოდის ხსნარი - იოდის წვეთში გახსნილი მარილი - ბალახების ნახარში - გულყვითელას და სალბის ნაყენები

 

არანაკლებ ეფექტურია სპეციალური სააფთიაქო სპრეები და აეროზოლები. ხსნარების გამოვლებისა და სპრეების გამოყენების შემდეგ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მათი მიღების შემდეგ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში არ შეიძლება არც დალევა და არც ჭამა.

 

როგორც ნებისმიერი გრიპული დაავადების დროს, ანგინას დროსაც საჭიროა ბევრი სითხის მიღება, რათა უფრო სწრაფად განთავისუფლდეთ ტოქსინებისაგან და აღიდგინოთ დაავადების გამო დაკარგული სითხის მარაგი.