როგორ მოვუაროთ ხელებს - rogor.ge

როგორ მოვუაროთ ხელებს

 

ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები, რადგან არ დაუშვათ ჭუჭყისა და აგრესიული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება თქვენს კანზე. ფრჩხილები ზიანდება და სუსტდება წყალთან მუმდიმი შეხების დროს. აცეტონს შეუძლია გამოიწვიოს დაღიზიანება და ნაოჭები, ამიტომ გამოიყენეთ ისეთი ლაქის მოსაშორებელი ნივთიერება, რომელიც არ შეიცავს აცეტონს.

 

ყოველ ღამით, ძილის წინ წაისვით ხელებზე რამდენიმე წვეთი ქოქოსის ან ნუშის ზეთი და დაიმსასაჟეთ ხელები, რათა შეინარჩუნოთ მსუბუქი და კანმრთელი კანი. უკეთესი ეფექტისათვის შეგიძლიათ მთელი ღამის განმავლობაში ხელებზე გესვათ ვაზელინი ან დამარბილებელი კრემი, ხოლო ზევიდან გეკეთოთ ბამბის ხელთათმანები.

 

შუაზე გაჭრილი ლიმონის საშუალებით გაკეთებული მასაჟი ხელებს მატებს სიმსუბუქეს, აშორებს ლაქებს და არასასიამოვნო სუნს, ასევე ამაგრებს ფრჩხილებს. ხელის სიმსუბუქისათვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის წვენი, შერეული რამდენიმე წვეთ გლიცერინთან.

 

ხელების დარბილებისა და კანის გამოკვების შესანიშნავი რეცეპტი: შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის და ნუშის ზეთი მცირე რაოდენობის ლიმონის წვენთან და წყალთან. მომზადებული ნაზავი წაისვით სალხიდან გასვლის წინ, შედეგად მიიღებთ ხელების შესანიშნავ მდგომარეობას.

 

ვინაიდან ხელებს ყველაზე მეტად ეტყობათ ასაკი, ყოველკვირეული ხარისხიანი მანიკური ითვლება აუცილებელ პროცედურად. აჩუქეთ საკუთარ თავს კარგი მანიკურის კომპლექტი და შეუდექით საქმეს. პირველ რიგში მოიშორეთ ძველი ლაქი და გაიქლიბეთ ფრჩხილები სასურველ ზომამდე. შემდეგ სასურველია ხელები ჩაჰყოთ შამპუნიან (მაგალითად, საბავშვო) თბილ წყალში, 2-3 წუთის განმავლობაში.

 

გადაივლეთ წყალი ხელებზე, შემდეგ გაიმშრალეთ სუფთა ხელსახოცით. ფრჩხილები ჩაჰყავით ნუნების მოსაშორებელ ნივთიერებაში ხელი, შემდეგ კი მოიშორეთ ზედმეტი კანის ხის ჯოხის საშუალებით. ბოლოს კი დაიმასაჟეთ ხელები დამატენიანებელი ლოსიონით 5 წუთის განმავლობაში. კარგი მასაჟი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა, დაირბილოთ კანი და გახადოთ თქვენი ხელები ლამაზი.