როგორ გავზარდოთ თამაშის სისწრაფე - rogor.ge

როგორ გავზარდოთ თამაშის სისწრაფე

 

თამაშებისათვის თქვენი კომპიუტერის ოპტიმიზაციის საუკეთესო საშუალებაა - შესაბამისი ოპერაციული სისტემის ინსტალაცია. არსებობს Windows XP-ის სპეციალური გადაკეთებული ვერსია, რომელიც გათვლილია უშუალოდ გეიმერებზე. ბუნებრივია, ყოველი თამაშის ცართვის დროს ვერ შეძლებთ ახალი ოპერაციული სისტემის დაყენებას, ამიტომაც უმჯობესი იქნება თუ Windows XP Gamer Edition-ს დააყენებთ დამატებით (მეორე) ოპერაციულ სისტემად. კომპიუტერის ჩართვის დროს შეგეძლებათ აირჩიოთ Windows-ის სასურველი ვერსია.

 

იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ სხვა ოპერაციული სისტემის ჩაწერის საშუალება ან სურვილი, შესაძლებელია უკვე არსებული პარამეტრების თამაშებთან შესაბამისობაში მოყვანა. პირველ რიგში გაზარდეთ მყარი დისკის მიერ მონაცემების დამუშავების სისწრაფე. ამისათვის გახსენით My Computer (Мой компьютер), აირჩიეთ მყარი დისკი, რომელზეც დაინსტალირებული თამაშები. დააჭირეთ მასზე მაუსის მარჯვენა ღილაკს და მენიუში აირჩიეთ Properties (свойства). გახსნილო ფანჯარაში გამორთეთ პუნქტი - Allow Indexing Service to index this disk for fast file searching (Разрешить индексировать содержимое файлов на этом диске). ეს მეთოდი საშუალებას მოგცემთ მონაცემების დამუშავების სიჩქარე გაზარდოს 10%-ით.

 

გამორთეთ ყველა ზედმეტი პროგრამა და სერვისი. ძალიან ხშირად რამდენიმე პროგრამის ერთდროული ჩართვა ანელებს კომპიუტერის მუშაობას. თუ თქვენ არ გესაჭიროებათ ინტერნეტთან კავშირი თამაშის დროს, მაშინ გამორთეთ ინტერნეტი. აუცილებლად დახურეთ ისეთი პროგრამები როგორიცაა Skype და uTorrent.

 

გადმოწერეთ და დააინსტალირეთ პროგრამა Game Booster მუშაობს Windows xp/ 7/ 8-ის ოპერაციულ სისტემებზე. იგი განკუთვნილია ნოუთბუქებისა და პერსონალური კომპიუტერების სათამაშო რეჟიმში გადასაყვანად. ეს პროგრამა ავტომატურად გამორთავს ყველა ზედმეტს სერვისს და შეცვლის ოპერაციული სისტემის პარამეტრებს, რაც საშუალებას მოგცემთ შეამციროთ დატვირთვა პროცესორსა და ოპერატიულ მახსოვრობაზე.