როგორ ჩავაბაროთ პოლიციის აკადემიაში - rogor.ge

როგორ ჩავაბაროთ პოლიციის აკადემიაში

 

კანდიდატის მიღების წესი: პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები: ა) რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები; ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას. 1.1. წვევამდელმა პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოსშინაგანსაქმეთამინისტრისმიერდამტკიცებულიწესით. 1.2. წვევამდელს პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება პოლიციის რიგითის უმცროსის პეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრემინიჭებული სპეციალური წოდება. 1.3. წვევამდელს პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად. 1.4. წვევამდელის მიერ გაწვევით სავალდებულო სამხედრო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი და ვადა განისაზღვრება ამ კანონის 211 მუხლით.

 

სამინისტროს სამხედროს ამ სახურში ჩაირიცხებიან მოქალაქეები, რომლებიც გაივლიან დამატებით სპეციალურ შემოწმებას.

 

პოლიციაში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებული ქნეს 35 წელს გადაცილებული პირი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.

 

განსაკუთრებულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მიუხედავად მათი ასაკისა.

 

პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი; ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდან შეზღუდული ქმედუნარიანობისმქონედ; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არაკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლისდას, ძმას, მშობელს; თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.

 

კანდიდატების მიღება: განცხადების წარდგენა 1. განცხადების წარდგენა მიღების წესი 1. მსმენელის ჩარიცხვის წესი 2. ტესტირების და გასაუბრების ჩატარების წესი
ტესტების ნიმუში 1. ზოგადი უნარები 2. ზოგადი ცოდნა ფიზიკური დონის შემოწმება, ნორმატივები 1. ფიზიკური მომზადების დონის შემოწმების ცხრილი