როგორ დავწეროთ ანგარიში (რეპორტი) - rogor.ge

როგორ დავწეროთ ანგარიში (რეპორტი)

 

ანგარიში = რეპორტი = ნიუსი ანგარიშის სტილი გვაძლევს საშუალებას ესა თუ ის ამბავი მოვყვეთ ძალიან ლაკონურად და ამომწურავად. რეპორტისთვის აუცილებელია სათაური. სათაური კი განაპირობებს მკითხველთა რაოდენობას. ასე რომ, სათაური უნდა იყოს შთამბეჭდავი, თუმცა იგი უნდა პასუხობდეს ტექსტს და პირიქით, ტექსტი უნდა პასუხობდეს სათაურს.

 

რეპორტი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: 1. დასაწყისი, რომელსაც ლიდს უწოდებენ (lead) - ლიდი უნდა შედგებოდეს რამდენიმე წინადადებისგან, რომელშიც იწერება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ლიდში არ უნდა გამოვიყენოთ გადატვირთული და ჩახლართული წინადადებები. 2. მთავარი კორპუსი ანუ ტექსტის ძირითადი ნაწილი (body) - წარმოადგენს რეპორტის მთავარ კორპუსს, სათქმელის მთავარ მარცვალს. ძირითად ნაწილში მოკლედ არის ასახული თუ რას ეხება ამბავი. 3.დასასრული (ending) - რეპორტი რამდენიმე წინადადებით დავასრულოთ, ძირითადად ეს შეიძლება იყოს, დასკვნის სახით, ან ჩავურთოთ რესპოდენტისგანცხადება ან ციტატა ან ერთი წინადადებით შევაჯამოთ სათქმელი.

 

ანგარიში უნდა პასუხობდეს 6W კითხვას: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? რატომ? ნიუსის წერისას აუცილებელია დავიცვათ ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუსშიწარმოდგენილი უნდა იყოს ყველა მხარე. დაცული უნდა იყოს ობიექტურობა - თავი შევიკავოთ საკუარი მოსაზრებებისა და შეხედულებების დაფიქსირებისგან, აღვწეროთ მხოლოდ ის რაც იყო. ნიუსის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სიახლე, დროის გასვლის შემდეგ ამბავი უბრალოდარავის დააინტერესებს.

 

სასარგებლო რჩევები: ● დაწერეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც იცით, რისი თქმაც გსურთ; ● წერეთ მარტივად და ლაკონურად; ● ნუ გამოიყენებთ მაღალფარდოვან სიტყვებს; ● დაწერილი ნიუსი რამდენიმეჯერ გულდასმით გადაიკითხეთ და შეამოწმეთ პასუხობს თუ არა ყველა კითხვას.