კომპიუტერი და ინტერნეტი

შეკეთება და მოვლა

როგორ გავაკეთოთ მყარი დისკის დეფრაგმენტაცია

როგორ გავაკეთოთ მყარი დისკის დეფრაგმენტაცია

ავტორი: საბა მდივნიშვილი

დეფრაგმენტაცია - ფაილის სხვადასხვა ნაწილების (ფრაგმენტების) გაერთიანების პროცესია. ცარიელ დისკზე ჩაწერისას დიდი ფაილების შენახვა ხდება მეზობელ კლასტერებში (უჯრებში), მაგრამ როცა დისკი შევსებულია, მაშინ ისინი ინახება თავისუფალ კლასტერებში, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა ადგილზე მდებარეობდნენ, რაც ანელებს ფაილების კითხვის პროცესს.
უკეთესი წარმოდგენის შესაქმნელად გადახედეთ პირველ 2 საფეხურს, ხოლო დანარჩენის საფეხურების შესრულებით შეძლებთ მყარი დისკის დეფრაგმენტაციის საშუალებით კომპიუტერის ასწრაფებას.

 

საფეხურები

  1. 1
    კლასტერი - ინფორმაციის ჩასაწერი ადგილი (უჯრა)
    მყარი დისკის ზედაპირი - მყარი დისკის ფიზიკური ნაწილი, რომელშიც მდებარეობს კლასტერები
    წამკითხავი თავი - მოწყობილობა, რომელიც დისკის ზედაპირიდან კითხულობს კლასტერებს

    ნაჩვენებ სურათებზე კლასტერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით. თავისუფლები აღნიშნულია შავი ფერით. წერტილები მიხატულია უსეთესი წარმოდგენის შესაქმნელად, რეალურად მათი ზომა გაცილებით მცირეა.

    ცარიელ დისკზე ჩაწერისას ფაილებს ინახავენ დისკის წრიული მოძრაობის მიმართულების მიხედვით.

    შევსებულ დისკზე ჩაწერისას ინფორმაცია ინახება ნებისმიერ თავისუფალ კლასტერში (სურათზე აღნიშნულია შავად) და ფაილის წაკითხვისას მყარ დისკს ესაჭიროება მეტი ბრუნი, რაც აფერხებს კომპიუტერის მუშაობას.
  2. 2
    დეფრაგმენტაცია ერთად აგროვებს ყველა გაფანტულ კლასტერს, რაც ზრდის კომპიუტერის მუშაობის სისწრაფესა და ზოგადად კომპიუტერის მუშაობის ხარისხს.

    ახლა, როცა უკეთ იცნობთ დეფრაგმენტაციის პროცესის არსს, შეგიძლიათ მშვიდად გადახვიდეთ შემდეგი საფუხრების შესრულებაზე.
  3. 3 სასურველ მყარ დისკზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Properties (свойства).
  4. 4 გახსნილ ფაჯარაში გადადით დაფაზე Tools (Сервис) და დააჭირეთ ღილაკს Defragment Now... (Выполнить дефрагментацию).
  5. 5 გახსნილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Analyze (Анализ).
  6. 6 ანალიზის დასრულების შემდეგ გაიხსნება ფანჯარა, რომელიც შეგატყობინებთ დისკის დეფრაგმენტაციისათვის მზაობის შესახებ. დეფრაგმენტაციის დასაწყებად დააჭირეთ ღილაკს Defragment (дефрагментация)

გაფრთხილებები

  • დეფრაგმენტაციას ხშირად იდი დრო მიაქვს (დამოკიდებულია ბოლო დეფრაგმენტაციიდან გასულ დროზე), ამიტომაც უმჯობესია იგი ჩართოთ კომპიუტერთან მუშაობის დასრულების შემდეგ (სასურველია ღამით).