მეურნეობა

მესაქონლეობა

როგორ მოვუაროთ ღორებს

ავტორი: ირაკლი კვერნაძე

ღორი ყველაფრის მჭამელი, მალმწიფადი, მრავალნაყოფიერი ცხოველია. ულუფის, ენერგიის და საზრდო ნივთიერებების გამოყენების ეფექტურობა განისაზღვრება ღორის ასაკის, ცოცხალი მასის, ფიზიოლოგიური მდგომარეობის და კვების ტიპის მიხედვით. ულუფის ენერგეტიკულ საზრდოობას მეღორეობაში აფასებენ მასში ენერგეტიკული საკვები ერთეულის, სამიმოცვლო ენერგიის მშრალი ნივთიერებების და უჯრედანის კონცენტრაციით 1 კგ მშრალ ნივთიერებაზე გაანგარიშებით.

 

საფეხურები

  1. 1 ღორის პროტეინოვანი საზრდოობის ნორმირებას ახდენენ ულუფაში ნედლი და მონელებული პროტეინის, აგრეთვე ყველაზე უფრო დეფიციტური ამინომჟავების (ლიზინი, მეთიონინი, ცისტინი) მიხედვით. საკვები ბაზის თავისებურებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ბუნებრივ ზონებში არჩევენ ღორის კვების სამ ძირითად ტიპს: კონცენტრატული, კონცენტრატულ კარტოფილის და კონცენტრატულ ძირხვენეულისა.

  2. 2 კონცენტრატულ კვების ტიპს იყენებენ, სადაც ნათესი ფართობების სტრუქტურაში მარცვალს დიდი ნაწილი უკავია. მეღორეობაში კომბინირებული საკვების გასამდიდრებლად იყენებენ სინთეზურ ვიტამინოვან პრეპარატებს და მიკროელემენტების მარილებს.
  3. 3 კერატის კვება - კერატის მოთხოვნილება საზრდო ნივთიერებებზე დამოკიდებულია ცოცხალ მასაზე, ასაკზე, გამოყენების ინტენსივობაზე. კერატის კვების ნორმები მოცემულია ცხრილში. ხანგრძლივი არადაგრილების პერიოდის შემთხვევაში მოზრდილ კერატს 200-250 კგ ცოცხალი მასით საზრდო ნივთიერებებზე მოთხოვნილების ნორმა უმცირდება 10%-ით, ხოლო კერატს 250 კგ-ზე მეტი ცოცხალი მასით 20%-ით.

  4. 4 ქუბის კვება - ნორმირებული კვების შემთხვევაში გამოყოფენ ქუბის შემდეგ ჯგუფებს: სალთი, რომელიც ექვემდებარება დათესვლას, მაკე - მაკეობის პირველი 84 დღე და ბოლო 30 დღე. მაწოვარი გოჭების ასხლეტისას 26, 35, 45 და 60 დღის ასაკში, მაწოვარი გოჭების რაოდენობის გათვალისწინებით.
  5. 5 ყველაზე უფრო დაბალი მოთხოვნილება ენერგიასა და საზრდო ნივთიერებებზე აღენიშნება მოზრდილ სალთქუბს და მაკეობის პირველ 84 დღეში, ხოლო ბოლო 30 დღეში მოთხოვნილება იზრდება 15-20%-ით. ერთი-ორი კვირით ადრე დაგრილებამდე ან ხელოვნურ დათესვლამდე (გოჭის ასხლეტიდან 5-7 დღის შემდეგ) ქუბის კვების ნორმას ადიდებენ 20-30%-ით, რაც ხელს უწყობს სერვის პერიოდის შემცირებას და დაბადებისას ცოცხალი გოჭების რიცხვის გაზრდას.
  6. 6 ქუბის კვებაში იყენებენ ულუფებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ წვნიან და მწვანე საკვებს (25-35%). კონცენტრატული კვების ტიპის დროს კომბინირებული საკვების შემადგენლობაში შედის მარცვლოვანთა მარცვალი (ქერი, ხორბალი, შვრია, სიმინდი), აგრეთვე შროტი თევზის და ძვალხორცის ფქვილი, საკვები საფუარი და ბალახის ფქვილი. საკვების დაბალანსება ვიტამინებით და მიკროელემენტებით ხდება ვიტამინოვან-მინერალური პრემიქსების ჩართვით. ენერგიის და საზრდო ნივთიერებების კონცენტრაციის რეკომენდაცია ქუბისათვის 1 კგ საკვებში მოცემულია ცხრილში.

  7. 7 გოჭის კვება - მეღორეობის პრაქტიკაში გოჭებს დედასთან ერთად ინახავენ 2 ან 3-4 კვირის ასაკამდე შემდეგ გადაყავთ მოუხდელი რძის შემცვლელის ან სპეციალური კომბინირებული საკვების გამოყენებაზე. ქუბის კარგი მერძეულობის და გოჭის სწორი დამატებითი კვების შემთხვევაში, ასხლეტისათვის 2 თვის ასაკში მისი წონა აღწევს 18- 20 კგ ცოცხალ მასას. გოჭის დამატებითი კვების სანიმუშო სქემა და კომბინირებული საკვების რეცეპტები მოცემულია ცხრილში.

  8. 8 სრულფასოვანი კომბინირებული საკვების შემადგენლობა ასეთია პროცენტებში: ქერი - 46; შვრია კილის გარეშე - 20,8; ბარდა - 5; მზესუმზირის შროტი - 9; თევზის ფქვილი -6,5; საკვები საფუარი- 3,5; მშრალი ცხიმგაცლილი რძე -7; ცარცი - 0,9; სუფრის მარილი - 0,3; პრემიქსი -1.
    კონცენტრატების ნარევი პროცენტებში: ქერი - 44; ხორბალი - 20; შვრია - 14,7; ბარდა - 11; ძვალხორცის ფქვილი - 5; საკვები საფუარი - 3; ცარცი - 2; სუფრის მარილი - 0,3.