როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები) - rogor.ge

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები)

 

მოქმედების გეგმა უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს: > [u]შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;[/u] > [u]უსაფრთხოების უზრუნველყოფა;[/u] > [u]პირველი დახმარების გაწევა;[/u] > [u]დახმარების დროული მოხმობა.[/u] [u]შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.[/u] თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა. [u]უსაფრთხოების უზრუნველყოფა.[/u] ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება. [u]პირველი დახმარების აღმოჩენა.[/u] მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება [u]დახმარების დროული მოხმობა.[/u] შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:

 

შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი - DRABC (doctor ABC) ალგორითმი: D – Danger – გარემოს უსაფრთხოება; R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება; A – Airway – სასუნთქი გზები; B – Breathing – სუნთქვა; C – Circulation– ცირკულაცია

 

D – Danger – გარემოს უსაფრთხოება. პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახეთ სათანადო სამსახური (მაგ. ხანძრის დროს სახანძრო). შემდეგ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულს. თუ გარემოში დაზარალებულისთვის რაიმე საშიშროებაა, ეცადეთ მოაშოროთ იგი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას.

 

R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება. ნაზად შეანჯღრიეთ დაზარალებული მხრებით და ერთდროულად ჰკითხეთ: ”როგორ ხარ?” თუ დაზარალებული არანაირად არ პასუხობს (არ ლაპარაკობს, არ ახელს თვალებს, არ ამოძრავებს სხეულს), ის უგონო მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში იმოქმედეთ შემდეგი თანმიმდევრობით.

 

A - Airway – სასუნთქი გზები. უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზების დახშობის უხშირესი მიზეზია ენა, თუ დაზარალებულს არ გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ წამოწიეთ, ეს გახსნის სასუნთქ გზებს და თავიდან აიცილებთ სასუნთქი გზების დახშობას ენით, ტრავმის შემთხვევაში სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე. სასუნთქი გზების დახშობა ენით სასუნთქი გზების გახსნა თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წინ წამოწევით სასუნთქი გზების გახსნა ტრავმის დროს – ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე

 

B- Breathing– სუნთქვა. მიიტანეთ ყურიდაზარალებულის ცხვირთან და პირთან და 10 წმ განმავლობაში მოუსმინეთ სუნთქვას. ამ დროს გამოიყენეთ “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). თუ სუნთქვა არ არის, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ სუნთქვა არის, შეამოწმეთ სისხლის მიმოქცევა – ცირკულაცია. სუნთქვის მოსმენა "3 ვ"-ს მეთოდით

 

C - Circulation – ცირკულაციის ნიშნები. შეამოწმეთ დაზარალებულს აღენიშნება თუ არა სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, შეუდექით გულ-ფილტვის რეანიმაციას და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ ცირკულაციის ნიშნები არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში და შემდგომ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.

 

უსაფრთხო მდებარეობა. თუ დაზარალებული არის უგონოდ, სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, ის უნდა მოთავსდეს უსაფრთხო მდებარეობაში. ამისათვის: > დადექით მუხლებზე დაზარალებულთან ახლოს. გაუშალეთ ხელები და ფეხები. ამოუღეთ ჯიბეებიდან მახვილი საგნები. ის ხელი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, მოათავსეთ ხელისგულით ზემოთ დაზარალებულს მენჯის ქვეშ; > თქვენი ერთი ხელი შეაცჰდეთ დაზარალებულის მეორე ხელს და მიუტანეთ მოპირდაპირე ლოყასთან, თქვენი თავისუფალი ხელით მოუხარეთ ფეხი მუხლის სახსარში და გადმოაბრუნეთ დაზარალებული თქვენსკენ გვერდზე; > სხეულის გადმობრუნების შემდეგ დაზარალებულის თავი მოათავსეთ მისივე ხელის მტევანზე, გახსენით სასუნთქი გზები, მოხარეთ ფეხი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში 900-ით; > გაწიეთ დაზარალებულის მეორე ხელი გვერდზე, ისე რომ ის არ მოყვეს სხეულის ქვეშ.

 

გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა. ცნობილია, რომ სიცოცხლე შეუძლებელია ჟანგბადის გარეშე. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით საჭიროა ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით შედიოდეს ფილტვებში და სისხლის საშუალებით მიეწოდებოდეს სხეულის ყველა ნაწილს. ასე, მაგალითად, თუ თავის ტვინს – ორგანოს, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულს, მუდმივად არ მიეწოდება ჟანგბადი, მისი ფუნქციონირება 3-4 წუთში ირღვევა. ჟანგბადის გარეშე დაზარალებული სწრაფად კარგავს ცნობიერებას, ჩერდება სუნთქვა და გულისცემა, რის შედეგადაც ვითარდება სიკვდილი. ტვინში ჟანგბადის მიწოდებისათვის საჭიროა სამი პირობა: > სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი; > ადამიანი უნდა სუნთქავდეს; > უნდა მუშაობდეს გული, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ასრულებს “ტუმბო”-ს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ მოძრაობას, ჟანგბადის გადატანას ტვინში და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში. თუ გულის მუშაობა ჩერდება, საჭიროა დაუყოვნებლივი დახმარების გაწევა - გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. რადგანაც გულის გაჩერების დროს სუნთქვაც არ არის, საჭიროა ერთდროულად გავაკეთოთ ხელოვნური ვენტილაცია და გულის არაპირდაპირი მასაჟი, რათა მოხდეს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გულის არაპირდაპირ მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას (ვენტილაცია) უწოდებენ გულ-ფილტვის რეანიმაციას.

 

“პირით პირში” ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას; ყოველი 10 ჩაბერვის შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები; ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა. ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.

 

თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, ეს ნიშნავს რომ გული გაჩერებულია და თქვენ სწრაფად უნდა დაიწყოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი: გულის არაპირდაპირი მასაჟის შესრულების ტექნიკა: > დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ დაზარალებულის დვრილების შემაერთებელი ხაზ შუა წერტილი, ამ წერტილის ქვევით ვათავსებთ ერთ ხელს, ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი; ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა; > დაადეთ მტევანი ზემოდან მეორე ხელს, შეჭიდეთ თითები და ასწიეთ ზემოთ ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი; > გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში ისე, რომ თქვენს ხელებსა და გულმკერდის წინა კედელს შორის იყოს სწორი კუთხე. მოახდინეთ ზეწოლა მკერდის ძვალზე ისე, რომ ზეწოლის სიღრმე არ აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. ზეწოლის შემდეგ ხელების მოუშორებლად მიეცით მკერდის ძვალს საწყის მდებარეობაში დაბრუნების საშუალება. ზეწოლისას ითვალეთ: “ერთი, ორი, სამი, ოთხი 15-მდე” ისე რომ 1 წუთში გამოვიდეს 100 ზეწოლა მკერდის ძვალზე. გახსოვდეთ! [color=#FF0000]არ შეიძლება გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მაშინ, როდესაც გული მუშაობს, ამიტომ არასოდეს არ ივარჯიშოთ ერთმანეთზე! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.[/color]