როგორ აღვადგინოთ წაშლილი ფაილები (R.saver) - rogor.ge

როგორ აღვადგინოთ წაშლილი ფაილები (R.saver)

 

გადმოწერეთ პროგრამა R.saver ოფიციალური საიტიდან, ამოაარქივეთ ფაილები და გაუშვით ფაილი r.saver.exe ( იმ შემთხვევაში, თუ მუშაობთ Windows 7 ან Vista-სთან, მაშინ პროგრამა ჩართეთ "ადმინისტრატორის სახელით"). R.saver-ის გადმოსაწერი ოფიციალური გვერდის ბმული

 

პროგრამის ჩართვის შემდეგ, გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ რომელი განყოფილებიდან გსურთ ფაილების აღდგენა. განყოფილებებში არ არის მითითებული დისკების სახელები (მაგ. C და D), ამიტომაც მათი ამოცნობა ხდება მოცულობის მიხედვით (მაგ. Drive 1-ს მოცულობა აქვს 15.11 გბ, ისევე როგორც C დისკს).

 

არჩეულ განყოფილებას დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Искать потерянные файлы.

 

შემდეგ გაიხსნება გაკეთებული არჩევანის დამადასტურებელი ფანჯარა, სადაც დაეთანხმეთ Да ღილაკზე დაჭერით. სკანირების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათს (დამოკიდებულია დისკის სივრცეზე).

 

სკანირების დასრულების შემდეგ გახსენით "ნაპოვნი ფაილების ხე", მოძებნეთ ფაილი, რომლის აღდგენაც გსურთ. არჩეულ ფაილზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, აირჩიეთ Копировать в … და შეინახეთ ფაილი სასურველ ადგილზე.