როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა" - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ შოკოლადი "ნუტელა"

 

მოიმარჯვეთ საჭირო ინგრედიენტები და ჭურჭელი, რომელშიც დაიწყებთ მომზადებას. აიღეთ კაკაო, ვანილი, შაქრის პუდრა და მშრალი რძე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ გაქვთ შაქრის პუდრა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შაქარი, მშრალი რძის უქონლოგის შემთხვევაში კი მისი ჩანაცვლება შეიძლება ხორბლის ფქვილით. რათქმაუნდა ინგრედიენტების ცვლილებები აისახება ნუტელას გემოზე.

 

აიღეთ რძე და დაიწყეთ ჭურჭელში ჩასხმა, ამასთან ერთად ურიეთ შეუწყვეტლივ. ეს პროცედურა გააგრძელეთ რამოდენომე წუთის მანძილზე, სანამ ყველა შემავალი ინგრედიენტი არ გაიხსნება კარგად რძეში. ამ გზით თქვენ მიიღებთ შოკოლადის სითხეს.

 

ჩვენი შემდეგი მიზანია მასის ქვაბში გადასხმა. აკურატულად გადაასხით ის ქვაბში, მოათავსეთ ქვაბი დაბალ ცეცხლზე. არ შეწყვიტოთ მორევა, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნაზავი მიეკროს ქვაბს, იყავით ყურადღებით.

 

გადავდივართ შემდეგ ინგრედიენტზე. აიღეთ თხილი და დაფქვით. დაფქვის შემდეგ მოათავსეთ ქვაბის მასაში, რომელიც უკვე უნდა დაემსგავსოს პასტას. თხილის შემდეგ აიღეთ 1 შეფუთვა კარაქი და დაამატეთ. კარაქის დამატების შემდეგ მასა საგრძნობლად გასქელდება. გააგრძელეთ მორევა.

 

მას შემდეგ რაც კარაქს და თხილს კარგად აურევთ, მიიღებთ სქელ მასას, დალოდეთ 1-2 წუთი მაინც და შემდეგ გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან. აცადეთ სანამ კარგად გაცივდება ის და შეგიძლით მიირთვათ ნუტელა.