როგორ დავიცვათ ეთიკა რელიგიურ თემებზე საუბრისას - rogor.ge

როგორ დავიცვათ ეთიკა რელიგიურ თემებზე საუბრისას

 

არ გაუკეთოთ იგნორირება სხვა რწმენის მქონე ადამიანისათვის დაწესებულ აკრძალვებს , ნუ შესთავაზებთ იმას, რაც მისთვის აკრძალულია. მაგალითად, ნუ შეეცდებით მუსულმანისათვის ღორის ხორცის შეთავაზებასაც კი.

 

პატივისცემით მოექეცით სხვის რელიგიასა და ჩვეულებებს, მაშინაც თუ ისინი თქვენთვის უცხო და გაუგებარია. ნურასდროს დააძალებთ ადამიანს მისი რწმენის საპირისპირო მოქმედების შესრულებას.

 

არასდროს გამოხატოთ უყურადღებობა და არ შეურაცხყოთ ის, რასაც ეთაყვანებიან ეს ადამიანები. ამით თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ იმ ადამიანს, რომელთანაც გაქვთ ურთიერთობა. თუ გსურთ, რომ ადამიანმა მეგობრების ან კარგი ნაცნობების სიიდან გადაინაცვლოს მტრების სიაში, იყავით თავშეკავებული რელიგიასთან დაკავშირებული გამოთქმების დროს. არ დაუპირისპირდეთ მოსაუბრეს. ნუ იხუმრებთ მის რელიგიურ რიტუალებსა და ტრადიციებზე.

 

საკუთრივ, საერთოდ შეეცადეთ თავი აარიდოთ რელიგიურ თემებზე საუბარს. თუ საუბრის თემა მაინც რელიგია გახდა, მაშინ შეინარჩუნეთ საუბრის მშვიდი ტემბრი. ნუ მიიღებთ სხვის აზრებსა და გემოვნებას, ასევე ნურც თქვენ მოახვევთ სხვას საკუთარს. უკიდურეს შემთხვევაში ბოდიში მოიხადეთ და მოერიდეთ საუბარს ან გადადით ნეიტრალურ თემაზე.

 

არასდროს არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა რელიგია, საერთო ჯამში ქადაგებს ერთსა და იმავეს. უბრალოდ ისინი ვითარდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში და სხვადასხვა დროს - განსხვავებებიც სწორედ ამის შედეგია.

 

არ უღალატოთ თქვენს რწმენას სიტყვიერადაც კი, ვინაიდან ის უნდა იყოს ალმასზე უფრო მჭრელი და რკინაზე უფრო მკვრივი.

 

დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ და ვისი რწმენა უფრო სწორია - არ არის ჩვენი განსასჯელი!