როგორ დავწნათ მძივების მარტივი ყელსაბამი - rogor.ge

როგორ დავწნათ მძივების მარტივი ყელსაბამი

 

შეარჩიეთ ნებისმიერი ფერისა და ფორმის მძივები, თქვენი გემოვნების მიხედვით. ძაფიც აირჩიეთ თქვენი სურვილის მიხედვით, სასურველია კაპრონის. მაჭერით ძაფი 12 ნაწილად. ნაჭრები უნდა იყოს დაახლოებით 1.5 მეტრის სიგრძის. თითოეულზე დაახვიეთ მძივები. ეს ძაფები გაკვანძეთ საწყისში და გაყავით 4 ნაწილად, ანუ 3 ძაფი თითოეულში. გირჩევთ იმუშავოთ თანაბარ ზედაპირზე, რადგან თავიდან აიცილოთ ძაფების ერთმანეთში არევა.

 

თითოეული ხლართი ფრთხილად გაქაჩეთ საწყისისაკენ.

 

შეეცადეთ არ გადაგრიხოთ კულულები.

 

გააგრძელეთ დაწვნა მანამდე, სანამ არ მიიღებთ ნაკეთობის სასურველ სიგრძეს. შეგიძლიათ გააკეთოთ მოკლე საკეტიანი ყელსაბამი ან გრძელი, საკეტის გარეშე. თუ ძაფი გრძელი გამოგივათ, უბრალოდ მოხსენით ზედმეტი მძივები. თუ ნაკეთობას გირძე დააკლდება, მაშინ დააგრძელეთ ფრთხილად ძაფი კვაძის საშუალებით.

 

როცა მორჩებით დაწვნას, კვლავ შეკარით ყველა ბოლო და დაახვიეთ ერთად.

 

დარჩა მხოლოდ საკეტის მიმაგრება და ყელსაბამი მზად იქნება. მხოლოდ მძივების გამოყენება არ არის ესეთი ყელსაბამის დაწვნის აუცილებელი პირობა. შეგიძლიათ ასევე დაუმატოთ ნატურალური ქვები და სხვადასხვა სიმბოლოები. ნაკეთობის გაფორმების ლამაზი ხერხია სხვადასხვა ფერის მძივები აღება. ყველაფერი დამოკიდებულია სურვილსა და ფანტაზიაზე.