როგორ ვაკოცოთ სწორად - rogor.ge

როგორ ვაკოცოთ სწორად

იმ შემთხვევაში თუ კოცნა გიწევთ პირველად, მთავარია, რომ არ აღელდეთ ძალიან, ხელის გულების გაოფლიანება და მუხლების კანკალი პირველი კოცნის თანმდევი სიმპტომებია მაგრამ არაუშავს. შექმენით ინტიმური გარემო, განათება დაბალზე, ასეთ სიტუაციებში ყველაფერი თავისით ხდება. ნუ შექმნით ისეთ შეხედულებას, რომ პროფესიონალი ხართ კოცნის, ნურც შეეცდებით რამე ახალი გამოიგონოთ სპონტანურად. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ და მარტივად ტუჩების შეხება ნაზად და ფაფუკად.

ყველანაირ სიტუაციაში, ინტუმურ ან თუნდაც ჩვეულებრივ, არ დაივიწყო ჯანსაღი სუნთქვა. არ ღირს გოგოსთან შეხვედრისას რესტორანში შეუკვეთო ხორცი ნივრით ან სალათი ხახვით. ეს ყოველგვარი ეჭვგარეშე უხერხულობას შეგიქმნის.

კოცნის მომენტში ნუ გაიყინები ერთ ადგილას. გააკეთე იმპროვიზაცია, მოეფერე პარტნიორს თმაზე, სახეზე, შეეხე კისერს, დაადე ხელი მხარზე და ასე შემდეგ.

ნუ შეჩერდებით კოცნის ერთ სახეობაზე. ბევრი უპირატესობას ანიჭებს "ფრანგულ კოცნას", მას ასევე ეძახიან "სველ კოცნას" არსებობს მცდარი შეხედულებები, რომ კოცნა ენის გამოყენებით ყველაზე "გონებამახვილურია" და ვნებიანი. შეიძლება უბრალოდ ტუჩს პატარა ნაწილზე ოდნავ კბენამ ბევრად აღაგზნოს პარტნიორი ვიდრე ენამ. ძალიან ბევრს სულაც არ მოწონს "სველი კოცნები" მითუმეტეს ქუჩაში წვინიამ ამინდში.

გოგოებს ბევრად უფრო მოსწონთ კოცნა ვიდრე ბიჭებს. თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ ასე ვთქვათ სერიოზული ურთიერთობები, მაშინ შეგიძლიათ ხშირად აკოცოთ პარტნიორს. ხოლო თუ კოცნის არის გაცდენილი თქვენი ურთიერთობა, მაშინ გახსოვდეთ რომ ქალებისთის კოცნას აქვს დიდი მნიშვნელობა აკოცეთ დაწყებისას, დასრულების შემდეგაც.

სამწუხაროდ ზოგ ადამიანებს ვისაც სექსუალური გამოცდილებაც კი აქვთ არც მათ არ იციან სწორად კოცნა. სხვა პარტნიორი გყავს? წინა გკოცნიდა სხვანაირად? "უსმინე" პარტნიორს. მიაქციე ყურადღება მის ქცევებსა და ჟესტებს. თუ მოგწონს ესეიგი თქვენ უხდებით ერთმანეთს, თუ არადა პირდაპირ სჯობს უთხრათ, რომ მან არ იცის კოცნა, ან რაც არ გსიამოვნებთ. აჩვენე მას, როგორ მოგწონს შენ, აუხსენი სხეულითა და ტუჩებით. ქალიც რეაქციას კოცნისას უფრო ადვილად დააფიქსირებთ ის მძმედ სუნთქავს, კაცები უფრო თავშეკავებულად იქცევიან, მაგრამ მაინც ყველა შემთხვევაში მიხვდებით, მოსწონთ მათ თუ არა.

გახსოვდეს, რომ პრაქტიკა და გამეორება იზამენ თავის საქმეს მაინც და გახდები კოცნის პროფესიონალი. მთავარია დაუკვირდე პარტნიორის რეაქციებს. ჩართე წარმოსახვა. წარმოიდგინე და გაიხსენე, როგორ კოცნიან ერთმანეთს შენს საყვარელ ფილმში და როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი გვერდიდან.

არის კოცნის ბევრი შესაძლო ვარიანტი, აი რამოდენიმე მათგანი: თუ გოგონა გაწითლდა და შეკუმშული ტუჩებით ეხება პარტნიორს ეს მიზანმიმართული კოცნაა. თუ ის კოცნის მას ტუჩების შუაში, გვერდიდან, ეს არის ნაზი კოცნა, თუ კოცნისას ორივეს სველი ტუჩები აქ ეს - ვნებიანი კოცნაა. კოცნას ენის ნაზი მოძრაობებით ეძახიან "გამახურებელს".

გახსოვდეს სულ, რომ პარტნიორის და საყვარელი ადამიანის კოცნა შეიძლება არა მარტო ტუჩებში! კოცნა კისერში არის ძალიან ინტიმური. ცხივრზე და ლოყებზე კიდევ სახალისო, ყურთან - პროვოკაციული. რაც ქვემოთ არის კოცნა მით უფრო ვნებიანი და გამახურებელია...