როგორ გავაკეთოთ დეკორატიული ბილიკი ბაღისთვის - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ დეკორატიული ბილიკი ბაღისთვის

 

დასაწყისისათვის მოვამზდოთ ცემენტის ხსნარი. ამისათვის საჭიროა ავურიოთ 1.5 წილი ცემენტისა 1 წილ ქვიშასთან. ვამატებთ წყალს და ვურევთ სანამ არ დაიწყებს გამყარებას კონსისტენცია.

 

ვიღებთ დიდი ზომის ფოთოლს. მაგალითად ლეღვის. ვათავსებთ მას სწორ ზედაპირზე. ეს გახდება თქვენი დეკორატიული ელემენტი. მთავარია ფოთოლი იყოს დიდი ზომის და ეტყობოდეს კარგად ხაზები.მიახლოებით ისეთი, როგორიც ფოტოზე გამოსახული.

 

ფურცელს ზემოდან დავადოთ კარდონის მილის ნაჭრი. თუ არ გაქვთ კარდონის მილი არაა პრობლემა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტალის ან პლასტმასის.

 

კიდევ ერთხელ, კარგად მოურიეთ ცემენტის ხსნარს. შემდეგ ჩაასხით მილში 5-7 სანტიმეტრზე. ქაფჩის გამოყენებით გაასწორეთ ცემენტის ზედაპირი. ამ საფეხურში აღწერილი მითითების კარგად შესასრულებად გირჩევთ თხოვოთ დახმარება, რათა დაგიჭირონ მილი ჩასხმისას.

 

დაელოდეთ სანამ ცემენტის ხსნარი გაშრება და დაფიქსირდება. მიახლოებით 40 წუთი. შემდეგ ფრთხილად მოხსენით მილი და გაიმეორეთ ყველაფერი ხელახლა, რათა სხვა დეკორატიული ფილები მოამზადოთ.

 

ბილიკის ფილების სრულ გასაშრობად საჭიროა 2-3 დღე მზიანი ამინდის პირობებში.

 

დარწმუნდებით რა, რომ სრულად გამშრალია ფილები, შეგიძლიათ დაალაგოთ და განათავსოთ ისინი თქვენს ბაღში.

 

გარდა ფოთლისა, თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ელემენტებით გააფორმოთ ფილები. ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

 

კიდევ ერთი იდეა, თქვენ შეგიძლიათ ფილაზე გამოსახოთ თქვენი ან თქვენი შვილების ხელების და ფეხების ფორმა.

 

თუ გაქვთ საშუალება და სურვილი შეგიძლიათ ფილებზე გამოსახოთ ნახატები, კონტურები. ამისათვის კი საჭიროა ჩასხმის შემდეგ, ოდნავ გაშრება თუ არა ცემენტი, ფილეზე დახატოთ სასურველი ფორმები. მაგალითად როგორც ფოტოზეა გამოსახული.