როგორ შევარჩიოთ პროცესორი - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ პროცესორი

 

სოკეტი (სლოტი) იმისათვის, რომ მოხდეს დედა-პლატასთან კავშირის დამყარება, საჭიროა ორივე მოწყობილობას ჰქონდეს ერთნაირი სოკეტი. თუ თქვენ აპირებთ პროცესორის შეძენას გამზადებული კომპიუტერისათვის - გაიგეთ მისი დედა-პლატის სოკეტის სახელი. ამაში დაგეხმარებათ ინფორმაციული პროგრამები (მაგ:EVEREST). ასევე შეგიძლიათ მოხადოთ თავსახური სისტემურ ბლოკს, ამოიწეროთ დედა-პლატის სახელი და მოიძიოთ მისი სპეციფიკაცია მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე. ჩვეულებრივ, საოფისე კომპიუტერებისათვის იყენებენ - LGA1156 სოკეტს, სახლის კომპიუტერებისათვის - LGA1366, სათამაშო კომპიუტერებისათვის კი - LGA2011-ს.

 

სიხშირე (Frequency) პროცესორის ე.გ. სიძლიერე განისაზღვრება ბირთვების რაოდენობითა და სიხშირის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესორი, რომელსაც აქვს 4 ბირთვი და 2 გგჰ სიხშირე გაცილებით "უფრო ძლიერი" იქნება, ვიდრე 3 გგჰ-ს მქონე 2 ბირთვიანი პროცესორი. საოფისე კომპიუტერისათვის ოპტიმალურ ვარიანტად ითვლება 2 ბირთვიანი კომპიუტერი 2.5 გგჰ სიხშირით. სახლისა და სათამაშო კომპიუტერებისათვის კი უმჯობესია 4 ბირთვიანი პროცესორის შეძენა.

 

ქულერი (ვენტილატორი) არ დაგავიწყდეთ ქულერის შეძენა, იგი ყენდება პროცესორის ზევით და მჭიდროდ ებჯინება მას იმისათვის, რომ არ დაუშვათ გადახურება.