როგორ გავაკეთოთ პოლაროიდის ეფექტი (Adobe Photoshop) - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ პოლაროიდის ეფექტი (Adobe Photoshop)

 

გახსენით სასურველი ზომის ახალი დოკუმენტი ბრძანებით File > New (Ctrl +N) და შეავსეთ იგი ფერით #393939.

 

აირჩიეთ ინსტრუმენტი Restangle Tool (U) და თეთრი ფერით დახაზეთ ამის მსგავსი ოთხუთხედი:

 

გახსენით სასურველი ფოტო და ინსტრუმენტით Move Tool (V) გადაიტანეთ იგი მანამდე შექმნილ დოკუმენტში. მოათავსეთ იგი ისე, როგორც არის ნაჩვენები სურათზე:

 

დარწმუნდით, რომ გააქტიურებული სურათის ფენა. დააჭირეთ და არ აუშვათ Ctrl-ს და ამავდროულად დააწკაპუნეთ მეორე ფენაზე. ამის მერე შეასრულეთ ბრძანება Select > Modify > Contract: Contract By > 5 pixels.

 

შეასრულეთ ბრძანება Select > Inverse (Shift+Ctrl+N), შემდეგ კი დააჭირეთ Delete-ს კლავიატურაზე. მოხსენით მონიშვნა (Ctrl+D).

 

ამოირჩიეთ ინსტრუმენტი Restangular Marquee Tool (M) და გააკეთეთ ამის მსგავსი მონიშვნა: დააჭირეთ Delete-ს კლავიატურაზე და მოხსენით მონიშვნა (Ctrl+D).

 

გააქტიურეთ ზედა პირველი ფენა და შეასრულეთ ბრძანება Layer > Layer Style > Inner Shadow: