როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ზარდახშა კბილის ჩხირებისაგან - rogor.ge

როგორ გავაკეთოთ ორიგინალური ზარდახშა კბილის ჩხირებისაგან

 

მოდით ამჯერად გავაკეთოთ გულის ფორმის ზადახშა. ამისათვის ავიღოთ კარდონი და მოვიმარჯვოთ მაკრატელი. აკურატულად გამოვჭრათ გულის ფორმა. იმისათვის, რომ ზარდახშის ძირი იყოს მყარი, გამოჭეთი რამოდენიმე გულის ფორმა და მიაწებეთ ერთმანეთს, ან მოიძიეთ სქელი კარდონი. წებოს გაშრომის შემდეგ, გულის კონტრუზე თითო სანტიმეტრის გამოტოვებით ვაკეთებთ ნასვრეტებს. შემდეგ ვიღებთ კბილის ჩხირს, ერთ წვერს ვავლებთ წებოში და ვათავსებთ მჭიდროდ. ასე ვავსებთ ყველა ნასვრეტს და ველოდეით სანამ გაშრება წებო.

 

ვიღებთ საქსოვი ძაფის ხვეულს (რულონს) და ვიწყებთ ჩხირებს შორის დახვევას, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. ამოყევით ძაფი ბოლომდე ჩხირის სიმაღლეს. თითო კონტურის გაკეთების შემდეგ დააფიქსირეთ ჩხირზე კარგად. როდესაც ჩხირის სიმაღლის ნახევარს მიაღწევთ შეაჩერეთ საქსოვი ძაფის შემოტარება და დაიწყეთ მორთვა.

 

თუ თქვენ პირველი და მეორე საფეხურებში აღწერილი მითითებები შეასრულეთ, ესეიგი ძირითადი ნაწილი მზადაა. მოდით ახლა მოვრთოთ ის სხვადასხვა ლამაზი ბიჟუტერიებით. ბიჟუტერიები დააფიქსირეთ კბილის ჩხირის თავზე, შუაში და ბოლოზე. იმისათვის რომ დაფიქსირდეს დეკორატიული ლამაზი ბრჭყვიალა ბიჟუტერიები საჭიროა წებოს გამოყენება. დაასრულეთ ძაფის შემოტარება ბოლომდე და დაელოდეთ წებოს გაშრობას. გაშრობის შემდეგ თქვენი ზარდახშა იქნება მზად.სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ კარდონის სახურავიც გააკეთოთ იგივე ძაფის და მოსართავი დეკორტიული ბიჟუტერიების გამოყენებით.