როგორ დავმალოთ/გამოვაჩინოთ ფაილები Windows 7-ში - rogor.ge

როგორ დავმალოთ/გამოვაჩინოთ ფაილები Windows 7-ში

 

პირველ რიგში, თუ ფაილის ან/და ფოლდერის დამალვა გსურს, უნდა მიანიჭო თვისებებში როგორც დამალული.

 

"დამალული" თვისების მისანიჭებლად, დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, იმ ფოლდერზე/ფაილზე, რომელის დამალვაც გინდათ და ამოირჩით Properties.

 

Properties ფანჯარაში ქვემოთ ნახავთ Attributes განყოფილებას, სადაც უნდა მონიშნოთ Hidden-ს და დააჭირეთ OK.

 

ამ ყველაფრის შემდეგ შედით რომელიმე პაპკაში ან უბრალოდ My Computer-ში.

 

მარცხნივ ზედა კუთხეში (ნავიგაციაში) ნახავთ ღილაკს Organize.

 

Organize–ს ჩამოსაშლელ მენიუში აირჩიეთ Folder and Search options.

 

ზემოთა ტაბებიდან აირჩიეთ View.

 

Advanced setting-ებში კი იხილავთ პაპკების, ფაილების და სისტემის ძებნის კონფიგურაციებს, ჩვენ შემთხვევაში ნახავთ ორ ამოსარჩევ ღილაკს: 1. Don't show hidden files, folder or drives 2. Show hidden files, folder and drives იმ შემთხვევაში თუ მონიშნავთ პირველს, პაპკები, ფაილები და მყარი დისკები დაიმალება (რომელსაც მინიჭებული აქვს დამალულის თვისება) შესაბამისად მეორე ღილაკის ამორჩევის შემთხვევაში, გამოჩნდება ყველა ის პაპკა და ფაილი, რომელიც აქამდე დამალული იყო.