საოჯახო საქმე

რჩევები

როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები სახლიდან

როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები სახლიდან

ავტორი: საბა მდივნიშვილი

კერძო და დაბალსართულიან ძველ სახლიბს ზოგჯერ ეჩვევიან დაუპატიჟებელი სტუმრები - ჭიანჭველები. მათთვის, ვინც არ აპირებს ამასთან შეგუებას, მათთვის არსებობს ბრძოლის რამდენიმე მეთოდი. ზოგიერთ მათგანს წარმოგიდგენთ მოცემულ ინსტრუქციაში.

 

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

  • მზესუმზირის ზეთი
  • ნიორი
  • ბორის მჟავა
  • ფარში

საფეხურები

  1. 1
    ჭიანჭველებს არ უყვართ მზესუმზირის ზეთი. შეიძლება სუნი აფრთხობთ, შეიძლება მოძრაობა უჭირთ, მაგრამ ფაქტია რჩება ფაქტად. თუ მათ სავალ გზას წაუსვამთ მზესუმზირის ზეთს (უმჯობესია არარაფინირებული), მაშინ ეს მათ დააფრთხობთ.
  2. 2
    ჭიანჭველები ვერ იტანენ ნივრის სუნს, გემოს მითუმეტეს. თუ იცით მათი სავალი გზები, წაუსვით ნიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნიორი გამოიყენეთ მათი შეკრების ადგილზე წასასმელად. ასეთი ხერხი მათ ნაღდად არ მოეწონებათ.
  3. 3
    მესამე მეთოდი ქიმიურია. მოამზადეთ სატყუარა - 2 ჩ/კ ბორის მჟავა აურიეთ ნახევარ ს/კ ხორცის ფარშში (სუნელებისა და ნივრის გარეშე). მოათავსეთ ეს ნაზავი პატარა თეფშზე და დადგით ჭიანჭველების ხშირად შეკრების ადგილზე. მას შემდეგ, რაც თეფშზე დიდი რაოდენობით დახოცილ ჭიანჭველებს ნახავთ, გადაყარეთ ისინი ქუჩაში და არა სანაგვე ყუთში!
  4. 4
    ბოლო და ალბათ ყველაზე ეფექტური მეთოდი. ჭიანჭველები, რომ გამომძიებლები ეძებენ რაიმე გემრიელს, ტკბილს, როგორც წესი მიდიან იქ, სადაც თავისუფლად შეუძლიათ იშოვონ შაქარი, თაფლი, კანფეტები და სხვა. ამიტომაც საჭიროა უფრო ყურადღებით დაასუფთავოთ სამზარეულო, ხოლო ტკბილეული დამალეთ საიმედო ადგილზე.