როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები ქლიავის ჯემით - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ფუნთუშები ქლიავის ჯემით

 

ჩაყარეთ ფქვილი ჯამში და შუაში ჩააღრმავეთ. საფუარი დააქუცმაცეთ და 1 ს.კ. შაქართან ერთად გახსენით 1/8 ლ რძეში.

 

მიღებული მასა ჩაასხით ღრმულში და ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე, სანამ საფუარი არ გაიხსნება. მოაყარეთ ცომს ცოტა ფქვილი, დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 20 წთ.

 

ცომს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი, 50 გრ. კარაქი, 1 მწ. მარილი, შაქრის ვანილი, კვერცხის გული, ლიმონის ცედრა და ზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დააფარეთ და დადგით კიდევ 30 წთ.

 

ცომი ოთხკუთხედად გააბრტყელეთ და ამოჭერით პატარა კვადრატები (დაახლოებით 5X5 სმ.). ყოველ ნაჭრის შუაში დადეთ 1 ჩ.კ. ქლიავის ჯემი, ცომი გადაკეცეთ და ნაპირები შეაერთეთ.ფორმას წაუსვით ცხიმი. გაადნეთ დარჩენილი კარაქი. ფუნთუშები ნაწიბურიანი მხრით კარაქში ამოავლეთ და ფორმაზე ერთმანეთის მოშორებით, ნაწიბურებით ქვემოთ განალაგეთ ზემოდან მოასხით დარჩენილი კარაქი, დააფარეთ და დადგით კიდევ 30 წთ.

 

გააცხელეთ ღუმელი 180C-მდე და აცხვეთ 40 წთ. სანამ ფუნთუშები ოქროსფერი არ გახდება. სუფრაზე თბილი ფუნთუშები ვანილის სოუსთან ერთად მიიტანეთ.