როგორ მოვამზადოთ იდეალური ნაღების სოუსი პასტისთვის - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ იდეალური ნაღების სოუსი პასტისთვის

სოკოს სოუსი მზადდება მხოლოდ სუფთა პროდუქტებისგან, ამიტომ სოკო გარეცხეთ, ცოტა ღერო მოაჭერით და დაჭერით ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა ზეითუნის ზეთით და კარაქით, შეწვით ხახვი და ნიორი გამჭვირვალობამდე. შემდეგ შეწვით სოკოს ნაჭრები.

დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ნაღები.

ადუღეთ საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ პილპილი, პაპრიკას ფხვნილი და მარილი. შესქელებისთვის სიმინდის სახამებელი შეურიეთ წყალს და ჩაამატეთ ტაფაში. კერძს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, აურიეთ და მოშუშეთ კიდევ 5 წუთი.

მოხარშეთ მაკარონი, ზემოდან მოასხით სოკოს და ნაღების სოუსი. კერძის მირთმევისას შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილის მითითებული რაოდენობის მეორე ნახევარი.

როგორ მოვამზადოთ პიკანტური წასახემსებელი ყაბაყისგან 5 წუთში - მიირთვით პიურესთან ერთად!