როგორ მუშაობს არტ-თერაპია - rogor.ge

როგორ მუშაობს არტ-თერაპია

– ქალბატონო შორენა, რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებას ადამიანის ჩამოყალიბებისთვის?

– ხელოვნება გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა, მისი ენა სიმბოლურია. კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნების ნიმუშები ზედა პალეოლითის ხანიდან ფიქსირდება. თავდაპირველად ხელოვნებას გამოყენებითი დანიშნულება ჰქონდა. იყენებდნენ რიტუალებში, რელიგიაში და გამაჯანსაღებლად (კერპები, თილისმა, ამულეტი და სხვა). ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები, გამოქვაბულის ნახატებიდან დღემდე, ვიზუალური გამოსახულების, სურათ-ხატის მიღმა, კონცეფციის, იდეის მატარებელია და გარკვეული შინაარსის გადმოცემას გულისხმობს.

ადამიანი ბუნებით შემოქმედია. რაღაცის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომელიც თავისთავად სიამოვნებას გვანიჭებს და თავდაჯერებულობას გვმატებს.

– რა დანიშნულება აქვს ხელოვნებით თერაპიას და როდიდან იღებს სათავეს?

– ხელოვნებას ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ თერაპიად (მუსიკას, მოდელირებას, ხატვას, პოეზიას, თეატრს და ა. შ.). განკურნების ღმერთის, ასკლეპიუსის, ტაძართან ამფითეატრი დღემდეა შემონახული, სადაც სამკურნალოდ ჩასულთათვის სპექტაკლები იმართებოდა. დღევანდელი ხელოვნებით თერაპია XX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. ხელოვნების განმავითარებელი და გამაჯანსაღებელი თვისებებით ფსიქოლოგები, ექიმები და მხატვრები დაინტერესდნენ. ბრიტანელმა მხატვარმა, ადრიან ჰილმა, ტუბერკულიოზის მკურნალობის დროს აღმოაჩინა, რომ ხატვის მერე უკეთესად გრძნობდა თავს და გამოჯანმრთელების შემდეგ, იგივე პანსიონატში პაციენტებს თვითონ ასწავლიდა ხატვას. XX საუკუნის 20-იან წლებში, ედით კრამერი, ომის დროს – ფსიქიკურად და ფიზიკურად ტრამვირებულ ბავშვებს, ხატვის გაკვეთილებს უტარებდა.

იმის გამო, რომ დასაწყისში არ არსებობდა ხელოვნებით თერაპიის სასწავლო კურსები ან პროგრამა, ხატვას დამხმარე საშუალებად იყენებდნენ. დამოუკიდებელი დარგად ხელოვნებით თერაპია მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ჩამოყალიბდა. მხატვარმა ლიანქოლოდებუამ და მარგარეტ ჰაუშკამ გამოიკვლიეს და შეისწავლეს ადამიანის ხელოვნებასთან კავშირი. შექმნეს დიაგნოსტიკური და თერაპიული სავარჯიშოები.

ხატვის, ფერწერა-მოდელირების დროს, ჩვენი დაფარული, ხშირად აუხსნელი ემოციები და გამოცდილება გარდაიქმნება გამოსახულებად: ხაზებად, ფერებად, ფორმებად, რაც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდია ჩვენს შინაგან აღქმასა და გარე სამყაროს შორის. ამ პროცესებს აქვს თვითშემეცნების, თვითრეგულაციის უნარი. ხელოვნებით თერაპიის სესიების დროს, თერაპევტის დახმარებით, ხდება ცვლილებების შეტანა, განვითარება, ახალი პროცესების დაგეგმვა, რაც (ორგანულად) აისახება ჩვენზე.

თერაპევტი ქმნის სივრცეს შემოქმედებითი საქმიანობისთვის, განსჯის, შეფასებების გარეშე. ფლობს თერაპიული მიდგომების ცოდნას და მუშაობს ინდივიდუალურად კლიენტის ბიოგრაფიისა და ანამნეზის გათვალისწინებით. გაგრძელება