როგორ მოვამზადოთ ქათმის მწვადი ბეკონით ღუმელში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ ქათმის მწვადი ბეკონით ღუმელში

ქათმის ფილე გაჭერით შუაზე, შემდეგ კი თითოეული ნაწილი სამ ზოლად. მოათავსეთ ჯამში და გაუკეტეთ მარინადი (სოიოს სოუსი, ცხელი ჩილის სოუსი, დაუმატეთ სანელებლები), აურიეთ და დატოვეთ 10-15 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ხორცი ბეკონზე მოათავსეთ, რულეტად გადაახვიეთ და შამფურზე ააცვით.

შამფურები მოათავსეთ პერგამენტით დაფენილ საცხობ ფირფიტაზე, ზემოდან წაუსვით კეტჩუპი და სოიოს სოუსი და შედგით 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში. დრო შეიძლება იყოს უფრო ნაკლები ან მეტი ხორცის სისქის მიხედვით.

მზა მწვადს მოაყარეთ ხახვი და მწვანილი. ძალიან უხდება გამომცხვარ კარტოფილს.

როგორ დაამარინადოთ წვნიანი და არომატული სამწვადე სომხურად