5 რჩევა, როგორ არ დაკარგოთ სიყვარული ბავშვის გაჩენის შემდეგ - rogor.ge

5 რჩევა, როგორ არ დაკარგოთ სიყვარული ბავშვის გაჩენის შემდეგ

გაატარეთ დრო მშობიარობამდე

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ, ქალი და მამაკაცი აღარასოდეს იქნებიან მხოლოდ ორნი. გააღრმავეთ თქვენი ინტიმური ურთიერთობა, ისაუბრეთ ყველაფერზე და იყავით გულწრფელები, გააკეთეთ საყვარელი საქმე ერთად და შეინარჩუნეთ ეს რიტუალი ბავშვის დაბადების შემდეგაც.

აქვს თქვენს შვილს საყვარელი სათამაშო და მიჯაჭვულია მასზე? - ნუ წაართმევთ, ამ მიზეზის გამო

განიხილეთ მშობლების როლი და პასუხისმგებლობები

ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი როლი და პასუხისმგებლობები ბავშვის დაბადების შემდეგ. სამსახურიდან ისვენებთ? თუ კი, რამდენი ხნით? გჭირდებათ დახმარება? თუ ასეა, რამდენ ხანს? ვინ დაგეხმარებათ? რა ვარიანტები გაქვთ? ვინმე რჩება სახლში? რა არის მათი პასუხისმგებლობა? ვინ გაიღვიძებს ღამით ბავშვთან? რამდენის გადახდა გჭირდებათ ბავშვის გასაჩენად? რა შიშები გაქვთ? მსგავსი საუბრები სასარგებლოა და გეხმარებათ ორივეს იგრძნოთ, რომ ერთ გუნდში ხართ და როდესაც ბავშვი დაიბადება, შეგიძლიათ შეცვალოთ გეგმა.

წინასწარ იფიქრეთ ძირითად პრობლემებზე

შესაძლოა კარგი იდეა იყოს მშობლებისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე დასწრება. მიზეზი ის არის, რომ ბავშვის გაჩენა ხშირად მხოლოდ ამძაფრებს პრობლემებს, რომლებიც ყოველთვის იყო თქვენ შორის. ტრენინგები დაგეხმარებათ წინასწარ განიხილოთ ის საკითხები, რაც მოგიტანთ კონფლიქტს და ეძებოთ პრობლემის გადაწყვეტის გზები.

როგორ ვუპასუხოთ ბავშვს კითხვაზე: - საიდან ჩნდებიან ბავშვები? პასუხი სხვადასხვა ასაკის ბავშვს

ნუ ეცდებით ყველაფრის მართვას და გაკონტროლებას

თუ თქვენ ხართ მოწესრიგებული ადამიანი, რომელიც ყველაფერს გეგმავს ბოლო დეტალამდე, თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ისწავლოთ კონტროლის და პასუხისმგებლობის დათმობა. თქვენ შესაძლოა მთელი ცხოვრება გაატარეთ თქვენი გადაწყვეტილებებისა და სხეულის კონტროლში, თუმცა, სამწუხაროდ, ორსულობა და მშობიარობის პროცესი ხშირად არ მიდის ისე, როგორც თქვენ გეგმავთ, თქვენი ბავშვის ტემპერამენტი და საჭიროებები ხშირად არ ემთხვევა თქვენს გეგმებს.

მოემზადეთ სინანულისთვის

ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება აღარ იქნება მხიარული ან თქვენი სხეული იმავე ფორმას არ დაუბრუნდება, მაგრამ მომხდარის სინანულის პროცესი შეიძლება მართლაც რთული გახდეს, თუ არ ხართ მზად ამ ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის. ბავშვის გაჩენის შემდეგ თქვენ იცვლებით, მოგიწევთ ადაპტირება იმ საკითხებთან, რომლებთანაც აქამდე არასდროს გქონიათ საქმე: მოგიწევთ დაივიწყოთ მრავალი დავალება, სამუშაო, ქმართან პაემანი, კაფეში ან კინოში სიარული. თქვენ მოგიწევთ დააბალანსოთ ბავშვის მოთხოვნილებები, პირადი ცხოვრება და საკუთარი თავის ჯანსაღი აღქმა.

რა ვნებს ყველაზე მეტად ქორწინებას და როგორ გამოასწოროთ