როგორ გეგმავენ დღის გრაფიკს წარმატებული ადამიანები - rogor.ge

როგორ გეგმავენ დღის გრაფიკს წარმატებული ადამიანები

ნორმალური ძილი. ყველაზე კარგად მუშაობთ ღამით? შედეგად შესაძლოა დილით უფრო დიდხანს იძინოთ. მაგრამ თუ დილის 3 საათზე დაიძინებთ, ხოლო 7 საათზე სამუშაოსთვის ადგებით, მაშინ ამ რიტმში დიდხანს ვერ გაძლებთ. ამიტომ მოიწესრიგეთ დილის რუტინა.

სწორი კვება. მიირთვით საუზმე, სადილი და ვახშამი. უპირველეს ყოვლისა, თქვენს სხეულს სჭირდება ვიტამინები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, რომ სწორად იმუშაოს. ამ ყველაფრის მიღება მხოლოდ საკვებით შეიძლება.ამავდროულად, ცუდი კვება იმოქმედებს როგორც თქვენს კეთილდღეობაზე, ასევე ფიგურაზე.

სპორტული აქტივობები. სპორტული დარბაზი, ცეკვა, იოგა, საბრძოლო ხელოვნება, კრივი - ნებისმიერი სპორტი შესაფერისია. მთავარი ის არის, რომ სისხლი ნორმალურად ცირკულირებდეს თქვენს ორგანიზმში. რეგულარული ვარჯიში კი თქვენს ფიგურაზე დიდ გავლენას ახდენს.

ავარჯიშეთ ტვინი. დარწმუნდით, რომ ყოველდღე გამოყოფთ დროს თქვენი ცოდნის გასაღრმავებლად იმ სფეროში, რომელშიც ხართ ჩართული.

არ დაივიწყოთ დასვენება. დღის განმავლობაში აუცილებლად უნდა გქონდეთ დრო რაიმე სასიამოვნოსთვის: წიგნები, საინტერესო სტატიები, ოჯახი, მეგობრებთან და მშობლებთან ურთიერთობა და ა.შ.

კვირაში ერთი დასვენების დღე სავალდებულოა.

7 მეთოდი, თუ როგორ შევანელოთ დრო

როგორ შეინარჩუნოთ პროდუქტიულობა დეპრესიის დროს

როგორ გავზარდოთ პროდუქტიულობა "10 წუთის" პრინციპით

როგორ გამოვიმუშაოთ დროის სწორად განაწილების უნარი