როგორ მოამზადოთ ვარდის წყალი და რაში გამოიყენოთ - rogor.ge

როგორ მოამზადოთ ვარდის წყალი და რაში გამოიყენოთ

როგორ მოამზადოთ ვარდის წყალი

შეაგროვეთ ვარდის ფურცლები ბაღიდან, როდესაც დააპირებთ ვარდის წყლის მომზადებას. ვარდები უნდა გაიზარდოს სინთეზური პესტიციდების ან სხვა საშიში ქიმიკატების გამოყენების გარეშე. ვარდის ფურცლები მოათავსეთ განიერ ტაფაზე, რამდენიმე ფენად. შეავსეთ ვარდის ფურცლები წყლით, სანამ წყალი არ დაფარავს მათ. ამის შემდეგ მიჰყევით ინსტრუქციებს.

I მეთოდი

ცარიელი თასი ან დაბალი შუშის ქილა მოათავსეთ ტაფის ცენტრში ისე, რომ წყლის დონიდან რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა იყოს. ტაფას დააფარეთ ამობრუნებული თავსახური, შემდეგ ორთქლი დაგროვდება სახურავზე და დაიწევს ქვემოთ, ხოლო კონდენსაცია (ვარდის წყალი) ტაფის ამობრუნებული სახურავიდან პირდაპირ თასში ჩაედინება.

ვარდის ფურცლებიანი წყალი გააცხელეთ ადუღებამდე. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფის ამობრუნებულ სახურავზე დაყარეთ ყინულის კუბიკები. ვარდის ფურცლებიანი წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ერთი საათის ან მეტი ხნის განმავლობაში. პერიოდულად დაამატეთ ყინულის კუბიკი და დიდხანს არ ადუღოთ (საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი). მზა ვარდის წყალი გროვდება თასში პროცესის ბოლოს.

II მეთოდი

ტაფას დააფარეთ თავსახური (არა თავდაყირა, ჩვეულებისამებრ) და დადგით გაზზე. ვარდის ფურცლებით წყალი ადუღებამდე არ მიიყვანოთ, დაუწიეთ ცეცხლს და გააჩერეთ წყალი ამ მდგომარეობაში, სანამ ვარდის ფურცლები ფერს არ დაკარგავენ (ამას შეიძლება ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დასჭირდეს). შემდეგ გამოწურეთ წყალი ფურცლებიდან. დაუყოვნებლივ ჩაასხით წინასწარ მომზადებულ სტერილიზებულ ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში ან გრილ, ბნელ ადგილას. სახლში მომზადებული ბუნებრივი ვარდის წყალი სათანადოდ შენახვისას შესანიშნავად ინარჩუნებს სუნს, ფერს და გემოს ერთ წლამდე ან უფრო მეტხანს.

ვარდის წყლის გამოყენება

რომაელებს სჯეროდათ, რომ ვარდის წყალი ეხმარებოდა სხვადასხვა დაავადებას და კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო იყო ვარდის წყლით სახის დაბანა. კანის მოვლისთვის კარგია ვარდის და ყვავილოვანი ტუალეტის წყლის გამოყენება (ლოსიონებში, კრემებში და სახის ტონერად). ვარდის წყალი ატენიანებს, კვებავს კანს და თმას. ვარდის წყალი განსაკუთრებით კარგია სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის.

როგორ მოვამზადოთ მთვარის წყალი და როგორ გამოვიყენოთ

როგორ გავხადოთ სუნამოს სუნი მეტად მდგრადი და მკვეთრი

როგორია სახის მოვლის კორეული დილის რუტინა

როგორ გამოიყენოთ სწორად ვაზელინი

როგორ დავიბანოთ სახე ლაზლოს სისტემის მიხედვით - გზა იდეალური სახის კანისკენ