როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მდნარი ყველი - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი მდნარი ყველი

გემრიელი ხელნაკეთი მდნარი ყველის დამზადება

მდნარი ყველი არა მხოლოდ ნაზი და რბილი გემოთია, არამედ საკმაოდ ჯანსაღი ადამიანისთვისაც. მყარ ყველთან შედარებით, მდნარი ყველი შეიცავს ნაკლებ ქოლესტერინს და უკეთესად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ეს არის კალციუმის და ფოსფორის ძალიან კარგი წყარო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თმის, ფრჩხილების და კანის მდგომარეობაზე. მდნარი ყველი შეიცავს უამრავ კაზეინს, ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ პროტეინს.

მდნარი ყველის კიდევ ერთი უპირატესობა მისი ხანგრძლივი შენახვის ვადაა, დაახლოებით 3-4 თვე.

შეგიძლიათ სცადოთ ამ შესანიშნავი პროდუქტის დამზადება სახლში. უფრო მეტიც, მდნარი ყველის რეცეპტი საკმაოდ მარტივია და ახალბედა მზარეულსაც კი შეუძლია გაკეთება.

ხაჭო კარგად აურიეთ სოდასთან ერთად და დაუმატეთ რძე. მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ სანამ ხაჭო არ გადნება.

დაუმატეთ ზეთი, მარილი, სანელებლები გემოვნებით და აურიეთ, მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე. სანამ ყველი ჯერ კიდევ ცხელია, ფრთხილად ჩაასხით ფორმებში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით.

მზა მდნარი ყველი შეიძლება სუფრაზე დამოუკიდებელ კერძად მიირთვათ, ან ნებისმიერი კერძის სოუსად გამოიყენოთ.