როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები - rogor.ge

როგორ მოვაშოროთ სახლიდან ტარაკნები

დაადგინეთ სად ცხოვრობენ ტარაკნები. ტარაკნები შავი ან ყავისფერი, ოვალური ფორმის მწერები არიან დაკბილული ფეხებით და გრძელი საცეცებით. თუ ერთ ტარაკანს მაინც წააწყდით, მაშინ, უდავოა, რომ კიდევ ბევრი გყავთ. პრობლემა ის არის, რომ ეს არსებები დღის განმავლობაში იმალებიან, ამიტომ შეამოწმეთ კარადები და ტარაკნის ჭუპრები, რომლებიც ჰგავს პატარა ყავისფერ ლაქებს ან მუწუკებს.თუ ტარაკანს ხედავთ, მიჰყევით სად მიდის. ყურადღება მიაქციეთ, მიცოცავს თუ არა ის კედელზე ან კედლის ბზარსა ან ხვრელში შედის. დიდი ალბათობით, მათი „ბუდე“ სადმე ახლოს იქნება.

3-1656497374.jpg

შეამოწმეთ მთელი სახლი ბზარები ან ღიობები, საიდანაც ტარაკნები შეიძლება გამოძვრნენ. ხშირად ისინი დაცოცავენ სადრენაჟე ხვრელებში ან ვენტილაციაში. შეგიძლიათ სახლის სხვადასხვა ნაწილში მოათავსოთ წებოვანი ხაფანგები, ცოტა მოითმინოთ და ნახოთ, რამდენ ტარაკანს დაიჭერთ თითოეულ მათგანს - ამ გზით განსაზღვრავთ, სად არის მწერების კონცენტრაცია უფრო მაღალი.

გადაუკეტეთ წვდომა წყალთან

3-1656499153.jpg

ტარაკნებს წყალი სჭირდებათ საცხოვრებლად. გარემოს ტემპერატურისა და ზომის მიხედვით, ტარაკანს შეუძლია საკვების გარეშე იცხოვროს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ წყლის გარეშე - არა უმეტეს ერთი კვირისა. შეაკეთეთ ყველა წყლის გაჟონვა სახლში. თუ მწერებს არ აქვთ წყლის წყარო, ისინი უფრო მეტად მიირთმევენ თქვენს მიერ დაყენებულ გელის სატყუარას.

დაასუფთავეთ სახლი

3-1656499226.jpg

სახლში სისუფთავე ტარაკნების არარსებობის გარანტიაა და პირველ რიგში ეს სამზარეულოს ეხება. გარეცხეთ ჭურჭელი და გადაწმინდეთ ნამცეცები ჭამის შემდეგ. დაუყონებლივ აალაგეთ საჭმლის ნარჩენები და მოწმინდეთ დაღვრილი სითხეები. ზოგადად, შეინახეთ სამზარეულო სუფთად. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ღუმელს, რადგან ტარაკნებს უყვართ ცხიმი. ხშირად მოიწმინდეთ იატაკი, რათა მოაცილოთ ნამცეცები და საკვების ლაქები. ეცადეთ, წყალი იატაკზე და კედლებზე არ დატოვოთ - დაიმახსოვრეთ, ტარაკნებს წყალი სჭირდებათ.

რეგულარულად გადაყარეთ ნაგავი. არ დაუშვათ ნაგვის დაგროვება. ვედროს სასურველია ჰქონდეს სახურავი და არ იყოს ღია. თუ შესაძლებელია, არ შეინახოთ ნაგავი სახლში. თუ კერძო სახლი გაქვთ, ჯობს სახლის მახლობლად გქონდეთ ნაგვის ურნა.

გამოიყენეთ სპეციალური საშუალებები. შეიძინეთ ტარაკნების საწინააღმდეგო სპრეი და მოასხურეთ საეჭვო ადგილებს. მილებთან, კუთხეებში და ა.შ. დაკეტეთ ფანჯრები და 2-3 სთ წადით სახლიდან. რომ მოხვალთ გააღეთ ყველა ფანჯარა და სახლი კარგად გაანიავეთ.

3-1656499540.jpg

ტარაკნების დასაჭერად მარტივი და ეფექტური გზაა ქილების კედლებთან დადება. ტარაკნები შეძლებენ ჩასვლას, მაგრამ ვერ გამოვლენ უკან. ქილაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სატყუარა, მათ შორის დაფქული ყავა წყლით, მაგრამ უბრალო წყალიც კი იმუშავებს ცხელ ამინდში. ამ გზით შეგიძლიათ გაანადგუროთ ზრდასრული ტარაკნები, მაგრამ თავად ბუდე და კვერცხები არ დაზარალდება.

3-1656499663.jpg

გამოიყენეთ პლასტმასის ბოთლების ხაფანგები. აიღეთ პლასტმასის ბოთლი და გადაჭერით ზემოდან, სადაც ვიწროვდება. გადააბრუნეთ და ჩადეთ ეს ნაწილი ბოთლის ძირში ისე, რომ ერთგვარი ძაბრის ფუნქცია იყოს. დაამაგრეთ იგი წებოვანი ლენტით. ჩაასხით ცოტაოდენი საპნის ხსნარი ბოთლის ძირში და მოათავსეთ იქ, სადაც ტარაკნები დაცოცავენ. ხაფანგში შეცოცდებიან და დაიხრჩობიან.

3-1656499752.jpg

როგორ მოვაშოროთ ჭიანჭველები სახლიდან

წყარო: wikihow.com