მართვის 10 მავნე ჩვევა რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - rogor.ge

მართვის 10 მავნე ჩვევა რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს

N1 ხელის მუხრუჭის გამოყენება, რა თქმა უნდა მეტად მნიშვნელოვანია დაღმართზე პარკირებისას, მაგრამ მისი გამოყენება რეკომენდირებულია მაშინაც, როდესაც მანქანას სწორ ადგილზე ვაჩერებთ. თუ ხელის მუხრუჭს არ გამოვიყენებთ პარკირების შემდეგ, ავტომობილის მთლიანი მასა აწვება გადაცემათა კოლოფის ხრუტუნა მექანიზმს და დროთა განმავლობაში მწყობრიდან გამოჰყავს იგი.

N2 არის მომენტები, როდესაც ჩვენი ფინანსები მკაცრ ლიმიტებს გვიწესებს ბენზინსა თუ ავტომობილთან დაკავშირებულ სხვა და სხვა ხარჯებზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ,რომ ავტომობილის მართვა მასში გამუდმებით მინიმალური საწვავის დონით, იწვევს პრობლემებს.

საწვავის ტუმბო, რომელიც ავზიდან ძრავამდე საწვავის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი,მთლიანად დაფარული უნდა იყოს ბენზინით ან დიზელით, რათა უპრობლემოდ იმუშაოს. როდესაც ჩვენ არ ვასხამთ საწვავის საკმარის რაოდენობას ჩვენს ავზში, განსაკუთრებით კი დიზელზე მომუშავე ავტომობილებში, დროთა განმავლობაში ტუმბო მწყობრიდან გამოდის. ცოტა საწვავით დაქოქვა, აალების სისტემასაც უქმნის საფრთხეს. ამიტომ ჯობს ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ და გამონაკლისი შემთხვევების გარდა ბენზინის დონე მინიმალურზე სულ ცოტაოდენ მაღლა მაინც დავიჭიროთ.

ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე მანქანებზე, Reverse (უკუსვლიდან) Drive (წინ წასვლა) სიჩქარის ცვლილებისას აუცილებლად სრულად უნდა გავაჩეროთ ავტომობილი, რადგან თუ სიჩქარის ცვლილებისას ავტომობილი მცირეოდენ მოძრაობას მაინც განიცდის, ეს პრობლემას უქმნის გადაცემათა კოლოფს. განაგრძეთ კითხვა