როგორ გავატაროთ დრო ნაყოფიერად საცობში - rogor.ge

როგორ გავატაროთ დრო ნაყოფიერად საცობში

გაანალიზეთ და დახვეწეთ თქვენი მომდევნო დღეების გეგმები. უკეთესია თუ დაგეგმავთ კვირას, 2 კვირას ან თვეს. თუ მოახდენთ პრიორიტეტული საქმეების განახლებას, მუდმივად წინ გადმოწევას და დროის სწორ განაწილებას, ამით მნიშვნელოვნად გაიადვილებთ ცხოვრებას.

მანამ, სანამ საცობში ხართ, შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიო წიგნებს. დატვირთული გრაფიკის გამო ადამიანები ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარ თავს გამოუყონ დრო. ხშირად დაღლილები სამსაურიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ვერ ახერხებენ კითხვას. არსებობს მრავალი საინტერესო წიგნი, სხვადასხვა ენებზე, რომელთა მოსმენას შეძლებთ წაკითხვის ნაცვლად. მოიძიეთ აუდიო ბიბლიოთეკები ინტერნეტში.

გააკეთეთ რამდენიმე ფიზიკური ვარჯიში. არ არის საჭირო მანქანიდან ამოხტომა. შეგიძლიათ გაამოძრავოთ ხელები, თვალები გაავრჯიშოთ და მოადუნოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ არ გაიფუჭოთ ხასიათი

შეეცადეთ გაიგოთ, რომ საცობი თქვენზე არ არის დამოკიდებული. დამშვიდდით, რთული მანერვების მოფიქრებისა და გაკეთების გამო შეიძლება უარსად "გაჭედოთ" და შეაფერხოთ მოძრაობა. იფიქრეთ სასიამოვნო მოვლენებზე

მოაწესრიგეთ მანქანის სალონი. გაასუფთავეთ შიგნიდან და დაალაგეთ. სანამ საცობში ხართ, ნაგავი და არასაჭირო ნივთები მოათავსეთ პარკში. თუ სველი ერთჯერადი ქაღალდი გაქვთ მისი საშუალებით გადაწმინდეთ მტვერი.

ითამშეთ ინტელექტულური თამაშები. თუ გაქვთ პლანშეტი და სმარტფონი, გადმოწერეთ მასში ჭადრაკი, კროსვორდი, ერუდიტი და სხვა ინტელექტურლაური თამაშები და აპლიკაციები. თუ უკრავთ, გადმოწერეთ პიანინოს ემულატორი.

თუ გაქვთ ვინმესთან დასარეკი და მოსაგვარებელი პრობლემები. შეგიძალიათ ეს დრო საქმიანი და მნიშვნელოვანი ზარებისთვის გამოიყენოთ.

დაკავდით ხელსაქმით. რა თქმა უნდა, ქსოვა და კერვა არ გამოვა შუა ქალაქში საცობში ყოფნისას, მაგრამ ორიგრამით გართობა და განტვირთვა შესანიშნავი იდეაა. მთავარია ძალიან არ გაერთოთ და აკონტროლოთ გზა.

თან გქონდეთ ბლოკნოტი და თქვენი საინტერესო იდეეები ჩაიწერეთ მასში. შეგიძლიათ ხატოთ და გააკეთოთ ჩანახატები. ეს ნამდვილად სასარგებლო რამაა. როგორც წესი გენიარული იდეები ხშირად იკარგება, ჩანაწერის შემდეგ კი შეძლებთ ისინი კვლავ აღიდგინოთ.