რეკლამა

რეკლამა
საქართველოში ინტერნეტ რეკლამის განთავსებას დღითიდღე უფრო მეტი ორგანიზაცია მიმართავს, ამის მიზეზი კი რაციონალური აზრია. სწორად დაგეგმილი ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის ეფექტური მენეჯმენტი, ბიზნესის სტიმულირების კარგად აპრობირებული მეთოდია.
ზოგადად პროდუქციის, სერვისის ან ორგანიზაციის ინტერნეტის საშუალებით რეკლამირებას აქვს რამდენიმე დადებითი მხარე:
1) იგი სხვა რეკლამის სახეობაზე ბევრად იაფი ჯდება.
2) დამზადება და აქტიური განთავსება საჭიროებს მცირე დროსა და რესურსებს.
3) ეფექტურობის შემოწმება მარტივად განხორციელებადია.

რეკლამირების სხვადასხვა მეთოდი, მიუხედავად იმისა, რომ სოლიდურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ნაკლებად ეფექტურია, რადგან რთულია განისაზღვროს რამდენად პოტენციურია მყიდველი. მაგ: მანქანის ნაწილების, ზეთების ან სხვა პროდუქციის შეთავაზება SMS-ების, რადიო ან ტელე-რეკლამის სახით, მათთვის ვისაც საერთოდ არ ჰყავს მანქანა - ნულოვანი შედეგის მომტანია.
რეკლამის განთავსება კი როგორ.ჯი-ზე, რომელსაც გააჩნია საზოგადოების ნდობა, ბევრად ზრდის რეკლამის ეფექტურობას. ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მანქანის ნაწილის შეცვლა, ზეთის ან სხვა რამის გამოცვლაზე ინფორმაციის მოპოვება, პოტენციური (დაინტერესებული) მყიდველი პირდაპირ, მარტივად ნახულობს საიტზე შესაბამის კატეგორიაში, მისთვის სასურველ ინფორმაციას ან ხვდება საძიებო სისტემებიდან კონკრეტული ინსტრუქციის ბმულზე, რომელიც დაკავშრებლია მის ინტერესთან. ასეთ სივრცეში კი რეკლამა ერთიორად ეფექტურია.



რა უპირატესობას ფლობს როგორ.ჯი-ზე განთავსებული რეკლამა სხვა ინტერნეტ რესურსებთან შედარებით?

როგორ.ჯი - გამოირჩევა რეალური ვიზიტორებით, გვყავს ერთგული მკითხველები. ამაში დასარწმუნებლად საჭიროა მხოლოდ სტატისტიკისათვის თვალის გადავლება.

• როგორ.ჯი-ზე სულ დარეგისტრირებულია 25 000 - ზე მეტი მომხმარებელი. საიტი სარგებლობს მაღალი ნდობით.

• გამოქვეყნებულია 1100-ზე მეტი ინსტრუქცია, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს.

• შემოსულია 2900-ზე მეტი კითხვა და აქედან პასუხი გაცემულია 75%-ზე. დარჩენილებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა.

Facebook-ის გვერდზე გვყავს 39, 200-ზე მეტი გამომწერი, ამათგან 37,336-ზე მეტი საქართველოში მაცხოვრებელია, ხოლო 32,296 ადამიანს, საცხოვრებელ ადგილად თბილისი აქვს მითითებული.



• მომხმარებლები სქესის მიხედვით ნაწილდებიან: მამაკაცები - 41% ქალბატონები - 59%.

• მომხმარებელთა უმეტესობა წლოვანების მიხედვით არის 18-34 წლამდე.

• საიტზე შემოსვლების 92% საქართველოდან ხორციელდება.

• როგორ.ჯი - ოპტიმიზირებულია საძიებო სისტემებზე (Search Engine Optimization). მისი გამოყენებით სხვადასხვა საძიებო სისტემებში ძებნისას როგორ.ჯი-ს კონტენტი მუდმივად მოწინავე პოზიციებზეა (მაგ: თამაშები და გართობა, ავტო და მოტო, პოკერი და სხვ.)

• საიტს დღეში საშუალოდ 4500-დან 6000-მდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათი რიცხვი საიტის პოპულარობასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება.


ვიზიტორები ქვეყნების მიხედვით (Google Analytics)




2013 წლის18 ნოემბრის სტატისტიკა.