გამოყენების წესები

გამოყენების წესები
1.ინტერნეტის მომხმარებელთა მიერ საიტის Rogor.ge გამოყენების საერთო წესები

ახლანდელი სამომხმარებლო შეთანხმება (შემდგომში მოხსენიებული – შეთანხმება) აწესებს პირობებსა და წესებს საიტ Rogor.ge–ს (შემდგომში მოხსენიებული – საიტი) გამოყენებისათვის, მათ შორის:
საიტზე განთავსებული მასალების გამოყენების პირობები;
მომხმარებლების მიერ საიტზე მასალების განთავსების პირობები (ტექსტური მასალები, გამოსახულებები, კომენტარები და ა.შ.) .

მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენება გულისხმობს, რომ ეთანხმება და ვალდებულებას იღებს დაიცვას მოცემული შეთახმების, ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა. მიმდინარე შეთანხმება ნაწილობრივ ან მლიანობაში შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე. შეთანხმების რედაქტირებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.

2. Rogor.ge–ზე გამოქვეყნებული მასალების გამოყენების პირობა

2.1 საიტი შეიცავს მასალებს, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნითა და კანონით დაცული სხვა მასალებით, ასევე, მაგრამ არა მხოლოდ ტექსტები, ფოტომასალა, ვიდეომასალა, გრაფიკული გამოსახულებები, მუსიკალური და ხმოვანი ნაწარმოები.
ამასთან საიტზე არსებული ყველა ინფორმაცია დაცულია საავტორო უფლებით, შექმნილი კოლექტიური შემოქმედებითი მუშაობის შედეგად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით საავტორო და მასთან დაახლოებული უფლებების შესახებ.
შპს „Rogor.ge“–ს ეკუთვნის საავტორო უფლება გამოიყენოს საიტზე განთავსებული მასალები (მათ შორის მოახდინოს შერჩევის, განთავსების, სისტემატიზაციის და მონაცემების გადაკეთების, უფლება), გარდა საიტზე განთავსებული ცალკეული მასალებისა, რომლებშიც აღნიშნულია სხვა პირის ან ორგანიზაციის საავტორო უფლება.
შეთანხმების მოცემულ განყოფილებაში მითითებული მდგომარეობა ითვალისწინებს შპს „Rogor.ge“–სა და მესამე პირების უფლებების დაცვას, რომლებსაც გააჩნიათ უფლებები საიტზე გამოქვეყნებულ მასალების („კონტენტზე“) გამოყენებაზე. ამასთან ყველა ეს პიროვნება უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი უფლებები, მითითებული მოცემულ შეთანხმებაში, დამოუკიდებლად.

2.2 მომხმარებელს არ აქვს უფლება შეიტანოს ცვლილება, მონაწილეობა მიიღოს გაყიდვასა და გაცვლაში, არ აქვს უფლება საიტზე არსებული ინფორმაციის მეშვეობით აწარმოოს მასალა, ნაწილობრივ ან მთლიანობაში, გარადა იმ შემთქვევისა, როდესაც ნებადართულია ადმინისტრაციის მიერ.

2.2 მომხმარებელს შეუძლია გადმოწეროს საიტზე განთავსებული საავტორო უფლებებით დაცული ინფორმაცია, მაგრამ უფლებამოსილია გამოიყენოს იგი მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის.

2.3 საიტზე არსებული ინფორმაციის სხვა ვებ გვერდზე გამოყენების აუცილებელი პირობაა, ადმინისტრაციისაგან თანხმობის მიღება და სტატიის განთავსების ადგილზე უშუალოდ იმ გვერდის მისამართის მითითება, რომლიდანაც არის აღებული ინფორმაცია.


3.მასალების საიტზე განთავსების წესი

3.1 გამოქვეყნებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ქართული მართლწერის ნორმებს. მიუღებელია მასალების გამოქვეყნება ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სინტაქსური შეცდომებით, ბარბარიზმებით და ჟარგონებით თუ ის არ მოითხოვს კონტექსტი.

3.2 გამოქვეყნებული მასალის სათაური უნდა იყოს ინფორმაციული და შეესაბამებოდეს გამოქვეყნებული მასალის შინაარსს.

3.3 აკრძალულია მასალის შეუსაბამო კატეგორიაში გამოქვეყნება.

3.4 აკრძალულია მასალის ისეთი სახით მიწოდება, რამაც მომხმარებელი შეიძლება შეიყვანოს შეცდომაში.

3.5 ზოგიერთი ავტორი უფლებას იძლევა, მის მიერ შექმნილი სტატია, შესაბამისი წყაროს მითითებით ან მის გარეშე გავრცელდეს მესამე პირების მიერ, რამაც შესაძლოა განაპირობოს სხვადასხვა მომხმარებლების მიერ rogor.ge-ზე იდენტური მასალების ანუ დუბლიკატების განთავსება. მესამე პირების საავტორო უფლებების დარღვევის გარეშე, მასალის rogor.ge-ზე განთავსების შემთხვევაში, საიტის ფარგლებში მის ავტორად ითვლება ის მომხმარებელი, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა აღნიშნული მასალა და აკრძალულია იგივე მასალის სხვა მომხმარებლის მიერ ხელმეორედ განთავსება.
დუბლიკატად არ ჩაითვლება უკვე არსებულ მასალაზე მნიშვნელოვნად უკეთესი ხარისხის ანალოგის გამოქვეყნება.


4.აკრძალული შინაარსის მქონე მასალები და კომენტარები

4.1 ძალადობა ან ძალადობისკენ მოწოდება.

4.2 რასობრივი, ეთნიკური, სოციალური, რელიგიური, სქესობრივი ან სხვა ნებისმიერი სახის სიძულვილის გაღვივება ან დისკრიმინაციის პროპაგანდა.

4.3 დამთრგუნველი და შემზარავი ეფექტის მქონე მასალების გამოქვეყნება, როგორიცაა ადამიანის სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები.

4.4 მცდარი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით

4.5 უცენზურო ლექსიკა, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოქვეყნებულ მასალებში.

4.6 სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება.

4.7 პირის საკონტაქტო ინფორმაციის (საცხოვრებელი ადგილი, ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის მონაცემები და ა.შ.) განსაჯაროება, თუკი ამას არ მოითხოვს საზოგადოებრივი ინტერესები.

4.8 საავტორო უფლებების დარღვევა - სხვისი სტატიის გამოქვეყნება.

4.9 აკრძალულია ისეთი ხასიათის მასალების / კომენტარების / ბმულების განთავსება, რომელთა ერთადერთი მიზანია გარკვეული პროდუქტების და მომსახურების რეკლამირება / გაყიდვა და რომლებიც კავშირში არ არიან გამოქვეყნებულ მასალასთან.

4.10 აკრძალულია აზრს მოკლებული, უშინაარსო, უსარგებლო და უინტერესო მასალების / კომენტარების გამოქვეყნება.

4.11 აკრძალულია მასალის არასამართლიანად გასაჩივრება.

4.12 ავტორის მიერ უცენზურო ლექსიკის, მათ შორის შეფარული სახით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება მასალებში, კომენტარებში ან წერილებში.


5. რეგისტრაციის პირობები

5.1 აკრძალულია მომხმარებლის სახელში უხამსი / უცენზურო, ასევე ისეთი შინაარსის სიტყვების გამოყენება, რომელიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკურ, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.

5.2 აკრძალულია საკუთარი თავის rogor.ge-ს თანამშრომლად, სხვა პირად თუ ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელის დარეგისტრირება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს სხვა მომხმარებლები (მაგ.: ცნობილი და საჯარო ფიგურების სახელები, ორგანიზაციის დასახელებები, ადმინისტრატორი, მოდერატორი და ა.შ.).

5.3 რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის მითითება.

5.4 აკრძალულია ერთი მომხმარებლის მიერ ერთზე მეტი ანგარიშის შექმნა ან გამოყენება.

5.5 Rogor.ge-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ამ მუხლში მოცემული წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი.