როგორ შევქმნათ ფოტოალბომი PowerPoint 2007/2010-ში - rogor.ge

როგორ შევქმნათ ფოტოალბომი PowerPoint 2007/2010-ში

 

PowerPoint-ს საშუალება აქვს შექმნას ფოტოალბომი, რისთვისაც გამოიყენება Insert მენიუს Illustrations ქვემენიუს Photo Album ბრძანება. ამ დროს ჩამოიშლება ფანჯარა, სადაც უნდა ავირჩიოთ ბრძანება New Photo Album. ეკრანზე იმავე სახელწოდების დამატებითი ფანჯარა გაიხსნება, სადაც File/Disk ღილაკის საშუალებით შეიძლება კომპიუტერში ან დისკზე მოვძებნოთ სასურველი სურათები ჩვენი ფოტოალბომისათვის და Create ღილაკის დახმარებით მოვახდინოთ ამ ალბომის შენახვა.

 

Picture in Album ველში ჩაიწერება ალბომში გამოყენებული სურათები იმ მიმდევრობით, რა მიმდევრობითაც მოხდა მათი ჩაწერა. სურათების მიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს Picture in Album ველის ქვემოთ მოთავსებული ზემოთ და ქვემოთ მიმართული ისრების საშუალებით. Album Layout ველში ვირჩევთ სლაიდზე სურათების განთავსების სტილს, ჩარჩოს სტილსა და სლაიდის თემას.

 

უკვე არსებული ალბომის რედაქტირება ხდება Insert მენიუს Illustrations ქვემენიუს Photo Album ბრძანებით ჩამოშლილ ფანჯარაში Edit Photo Album ბრძანების შერჩევის შემდეგ. ეკრანზე იმავე სახელწოდების დამატებითი ფანჯარა გაიხსნება, რომლის სტრუქტურა Photo Album ფანჯრის ანალოგიურია.