როგორ გავზარდოთ სისტემური განყოფილების მოცულობა მონაცემების დაკარგვის გარეშე (პროგრამის გარეშე) - rogor.ge

როგორ გავზარდოთ სისტემური განყოფილების მოცულობა მონაცემების დაკარგვის გარეშე (პროგრამის გარეშე)

 

პირველ რიგში შედით მენიუში Start -> Control Panel -> System and Security ->Administrative Tools (Пуск -> Панель управления -> Система и безопасность -> Администрирование). შემდეგ აირჩიეთ პუნქტი Create and format hard disk partitions (Создание и форматирование разделов жесткого диска) ჩაირთვება დისკების მართვის კონსოლი. მისი ჩართვა ასევე შეიძლება Run-დან diskmgmt.msc ბრძანებით.

 

შემდეგ საჭიროა იმ დისკის არჩევა, რომელსაც უნდა დააკლოთ მოცულობა სისტემურ განყოფილებაში გადასატანად. შერჩეულ დიკზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით და აირჩიეთ Shrink Volume... (сжать том). საჭირო იქნება შეკვეცის ამოცულობის და შემდეგ Shrink (сжать) ღილაკზე დაჭერა. ამის შედეგად დისკების გვერდით გაჩნდება მოუნიშნავი ოლქი. სწორედ მისი მოცულობის დამატებაა საჭირო C დისკისათვის.

 

აირჩიეთ C დისკი, მაუსის მარჯვენა ღილაკით აირჩიეთ პუნქტში Extend Volume... (расширить том). გაეშვება Extend Volume Master (Мастер расширения тома). მისი მითითებების შესრულებისათვის აირჩიეთ დისკისათვის საჭირო მოცულობა და დააჭირეთ ღილაკს Done (готово). ამის შემდეგ სისტემური განყოფილება შეიცვლის მოცულობას, ანუ გახდება უფრო დიდი.

 

მოცემული ოპერაცია გაგრძელდება არაუმეტეს 10 წამისა. ჩემი რჩევა იქნება: ნურასდროს ნუ დაზოგავთ მოცულობას სისტემური დისკისათვის. Windows 7-ის სისტემური დისკის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 50 გბ, უმჯობესია 70-10 გბ. შეეცადეთ ყველაფერი არასაჭირო მოაცილოთ Desktop-დან და ზოგადად C დისკიდან. Windows XP-სათვის სისტემური დისკის მინიმალური მოცულობა უნდა იყოს 20-30 გბ.