როგორ დავაყენოთ iOS 7 iPhone-ზე - rogor.ge

როგორ დავაყენოთ iOS 7 iPhone-ზე

 

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე არის მინიმუმ 2გბ თავისუფალი სივრცე. გადმოწერეთ და დააყენეთ iTunes (მედია კომბაინერი) ბოლო ვერსია მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან.

 

მოძებნეთ ინტერნეტში და გადმოწერეთ IPSW ფაილი. მისი ზომა შეადგენს დაახლოებით 1გბ-ს. iOS 7-ის ბეტა ვერსიის გადმოწერა შეგიძლია ამ საიტიდან. ამ ფაილის პოვნა ასევე შეიძლება ბევრ უცხოურ ტორენტ-საიტებზე, მისი სახელწოდების ნებისმიერ საძიებო სისტემაში შეყვანით.

 

მას შემდეგ, რაც IPSW ფაილს წარმატებულად გადმოწერთ თქვენს პერსონალურ კომპიუტერში ან Mac-ში, ჩართეთ პროგრამა iTunes და დაუკავშირეთ iPhone კომპიუტერს USB-კაბელის (რომელიც კომპლექტში მოჰყვა მოწყობილობას) საშუალებით.

 

დააჭირეთ კლავიატურაზე ღილაკს Shift (აუცილებლობის შემთხვევაში მარჯვენა ზედა კუთხეში ამოირჩიეთ ხატულა წარწერით "iPhone"), შემდეგ კი iTunes-ის სამუშაო ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს Update (Обновить). თუ თქვენს კომპიუტერზე დაყენებულია Mac OS X და არა Windows, მაშინ კლავიატურაზე Shift-ის ნაცვლად დააჭირეთ ღილაკს Alt.

 

გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ფაილი, რომელიც თქვენ გადმოწერეთ ორი საფეხურის წინ. დააჭირეთ ღილაკს Open (Открыть) ან ორჯერ დააკლიკეთ ფაილზე მაუსის მარცხენა ღილაკით.

 

არ გამოაერთოთ კაბელი USB-პორტიდან და თქვენი სმარტფონიდან. დაიწყება დამპინფი (Dumping) და iPhone-ში iOS 7 Beta X-ის ჩატვირთვა. პროცესმა შეიძლება გასტანოს დაახლოებით 40 წუთს. ამ დროს მოწყობილობის ეკრანზე გამოჩნდება კორპორაციის ლოგოტიპი და ჩატვირთვის ზოლი. დისპლეიმ შეიძლება რამდენჯერმე გაანათოს და ჩაქრეს, ხოლო თვითონ აპარატში ჩაირთოს "ძილის რეჟიმი" და რამდენჯერმე გადაიტვირთოს. ინსტალაციის დასრულების შემდეგ ტელეფონის ეკრანზე გადმოჩნდება მისალმება. გილოცავთ! თქვენ მიიღეთ სრულად მომუშავე iOS 7-ის ბეტა ვერსია თქვენს ტელეფონზე!